თბილისში თამარ მეფის გამზირზე ჰაერში აზოტის დიოქსიდი ნორმას 1.3-ჯერ აჭარბებს

1809

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა, თბილისში თამარ მეფის გამზირზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხი მობილური ავტომატური სადგურის საშუალებით გაზომეს.

სადგური აპრილიდან ამოქმედდა და მისი საშუალებით თბილისის რამდენიმე წერტილში ჰაერი უკვე მუდმივად იზომება.

ავტომატური სადგურით შესაძლებელია დაბინძურების მიზეზების დადგენაც.

გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენეტის უფროსის მარინა არაბიძემ “ქრონიკის” ეთერში განაცხადა რომ თამარ მეფის გამზირზე ჰაერში აზოტის დიოქსიდი ნორმას 1.3-ჯერ აღემატება. არაბიძის თქმით, მხოლოდ აზოტის დიოქსიდია ნორმაზე მეტი, დანარჩენი მაჩვენებლები კი ნორმაშია.

2016 წლის საერთაშორისო კვლევის მიხედვით, ჰაერის დაბინძურების გამო სიკვდილიანობის მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზეა. საქართველოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების 37% თბილისშია მოძრაობს, ხოლო ქვეყნის ჰაერის დაბინძურების 71% ავტომობილებზე მოდის. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში წერია, რომლის შესახებაც პარლამენტის სპეციალურ სამუშაო ჯგუფში მსჯელობენ.