ხობის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ, მდინარე ხობისწყლის კალაპოტში, მომრგვალო ფორმის დიდი ზომის მინერალები იპოვეს, რომელიც ხობის მერიის ცნობით, არის კონკრეციები და სეპტარიები. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
მინერალი ხობის მერიის სპეციალისტმა ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის საკითხებში გოგიტა ჩიტაიამ აღმოაჩინა. მისი თქმით, ამ ეტაპზე მათი შესწავლა მიმდინარეობს, რის შემდეგაც ცნობილი გახდება, თუ რა სახის მინერალთან გვაქვს საქმე.
მერიის ცნობით, იმ ადგილებში სადაც კონკრეციები იპოვეს, ხდება ინერტული მასალის მოპოვება, ამიტომ მათ უსაფრთხო ადგილზე გადაიტანენ.