საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საქართველოს კონსტიტუციასთან საკანონმდებლო აქტების ჰარმონიზაციის მიზნით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები განიხილა. ინფორმაციას პარლამენტის ვებგვერდი ავრცელებს.
ცვლილება საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შედის, რომლის მიხედვითაც ტერმინი „სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი“ იცვლება ტერმინით „სახელმწიფო რწმუნებული“.
ასევე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი და სახმელეთო ჯარები შეიცვალა ტერმინით „საქართველოს თავდაცვის ძალები“.
კანონპროექტები დეპუტატებს პარლამენტის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა გააცნო. კომიტეტმა წარმოდგენილ ცვლილებებს მხარი დაუჭირა, საკითხი მხარდასაჭერად კენჭისყრაზეც გავა.