გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში, სოფლიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით, ,,თავწყაროს“ ხევის ნაპირზე, სავარაუდოდ, შუა საუკუნეების დროინდელი კერამიკის გამოსაწველი ქურა აღმოაჩინეს. ინფორმაციას ტელეკომპანია ,,გურჯაანი" ავრცელებს.
გურჯაანის მერიის ძეგლთა დაცვის სპეციალისტის ინფორმაციით, ნაგებობა ნაშენია აგურის ნატეხებით და კამაროვანი გადახურვა აქვს. თამაზ მაროზაშვილის თქმით, ამ ადგილს კერამიკის გამოსაწვავად იყენებდნენ და სხვადასხვა ნივთებს ამზადებდნენ, რადგან ქურას ცეცხლის კვალი აქვს.
,,არსებული არქეოლოგიური ძეგლი, სავარაუდოდ, არის კერამიკის გამოსაწველი...
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის განცხადებით, თბილისის საკრებულოს კომისიები დედაქალაქის გენერალურ გეგმას დაინტერესებული პირებისა და სპეციალისტების ჩართულობით განიხილავენ. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
გიორგი ტყემალაძის თქმით, თბილისის მერიასა და გენგეგმაზე მომუშავე „სითი ინსტიტუტს“ შორის მნიშვნელოვანი სამუშაოები განხორციელდა. მისივე განცხადებით, გენგეგმის მიზანია, არ იყოს თბილისში ქაოტური მშენებლობები და დედაქალაქის განვითარება მოხდეს მიზანმიმართულად გენგეგმის მიხედვით.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ამ მომენტისთვის ვერ დააკონკრეტა, თუ როდის დაამტკიცებს გენგეგმას...
ნაძალადევის რაიონში, დადიანის ქ. N65-ში არსებულ სკვერში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, 1100 კვ.მ ფართობზე განახლდება ინფრასტრუქტურა. სამუშაოების ფარგლებში გამწვანდება ტერიტორია, დამონტაჟდება სარწყავი სისტემა და მოეწყობა გარეგანათების ქსელი. ასევე, დამონტაჟდება საპარკე სკამები.
გამგეობის ცნობით, ამ ეტაპზე, სკვერში ფილებს აგებენ.
ინფრასტრუქტურული პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის საკონტრაქტო ღირებულება 69 058 ლარია.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი შესაბამის უწყებებს მოუწოდებს, დაინტერესდნენ, საიდან შეიძინა თბილისის ყოფილმა მერმა დავით ნარმანიამ 180 000 დოლარის ღირებულების მიწის ნაკვეთი. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
ხაბეიშვილის თქმით, თბილისის ყოფილმა მერმა ცოტა ხნის წინ შევსებულ დეკლარაციაში მიუთითა, რომ მიმდინარე წელს დიღმის ქუჩა #7–ში, 1 500 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი 180 000 დოლარად შეიძინა. ხაბეიშვილის განცხადებით, დეკლარაციაში ნარმანიას მითითებული აქვს,...
მაია ცქიტიშვილმა კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა, სადაც მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, მუნიციპალიტეტის საჭიროებები და ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
,,დაწყებული გვაქვს აქტიური დიალოგი მუნიციპალიტეტებთან, სამინისტრო დააფინანსებს ამა თუ იმ ინფრასტრუქტურულ პროექტს სწორედ იმ მოთხოვნების გათვალისწინებით, რომელიც კონკრეტული რეგიონისთვის და მისი მოსახლეობისთვის პრიორიტეტულია და გამომდინარეობს მათი საჭიროებებიდან.
ასევე, ვიწყებთ შეხვედრებს ადგილობრივ თვითმართველობებთან ბიუჯეტის დაგეგმვასთან დაკავშირებით. პირველი შეხვედრა გვქონდა...
დედაქალაქში ქაოტური განაშენიანება შეჩერდება, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ განაცხადა. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.
როგორც მაია ბითაძემ განმარტა, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ავტორებთან და სპეციალისტებთან ერთად, ამ მიმართულებით 11 პრობლემური ადგილი გამოვლინდა.
„აუცილებლად შეჩერდება ქაოტური განაშენიანება, თუმცა ამაში არ იგულისხმება ის, რომ შევაჩერებთ მთლიან ბიზნესპროცესებს. რა თქმა უნდა, ადამიანებს საქმიანობას არ შევუზღუდავთ. მშენებლობები განვითარდება ჩარჩო გეგმის კონცეფციის ფარგლებში. შერჩეული...
გორის მერიის ინფორმაციით უახლოეს ერთ თვეში ცნობილი გახდება მერიის ბალანსზე არსებული 73 შენობა-ნაგებობის საწყისი ღირებულება. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
მერიის ცნობით, კერძო აუდიტორები თითოეულ ნაგებობის მდგომარეობას შეისწავლიან. მათ შორის არის, ქალაქის ცენტრში მდებარე ადმინისტრაციული შენობა.
რა მიზანს ემსახურება მასშტაბური სამუშაოების ჩატარება, ამის თაობაზე, მერიაში განცხადებას მოგვიანებით გააკეთებენ.
კულტურის ცენტრის ინფორმაციით გორის საჯარო ბიბლიოთეკას ახალი წიგნები შეუძინეს. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
ადმინისტრაციის ცნობით, საჯარო ბიბლიოთეკას 20 ახალი წიგნი შეემატა, ესენია:
ბალზაკის (გამქრალი ოცნებები," ,,კურტიზან ქალთა ბრწყინვალება და სიღატაკე, ოცდაათი წლის ქალი"); ალექსანდრე დიუმას (დედოფალი მარგო); დანიელ დეფოს (2-ტომეული); ვ. ჰიუგოს (საბრალონი) და ა.შ. კლასიკური ავტორების წიგნები.
ამასთან, ახალ წიგნებს შორის შედის ქართველი მწერლის, დათო ტურაშვილის ,,ჯინსების თაობა".
წინა სტატია
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.
ზურაბ პატარაძის განცხადებით, ის რჩება ქართული ოცნების წევრად და მალე გახდება ცნობილი თუ სად და როგორ გააგრძელებს მუშაობას.
ბრიფინგზე პატარაძემ მის მიერ გაწეული სამუშაო შეაჯამა და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.
ზურაბ პატარაძის გადადგომა ავტომატურად ნიშნავს აჭარის მთავრობის შემადგენლობისთვის უფლება-მოსილების შეწყვეტას.
ზურაბ პატარაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ 2016 წლის 14 ივლისს აირჩიეს. პრემიერმინისტრმა მამუკა...
რუსთავში, მე-8 მ/რ-დან ჟიული შარტავას მოედნამდე, ქართველი კლასიკოსი მწერლებისა და პოეტების რჩეული გამონათქვამებით გაფორმებული ბანერები დამონტაჟდა. ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს.
მწერლების გამონათქვამები ქვემო ქართლის მწერალთა კავშირის წევრებისა და რუსთაველი პედაგოგების მიერ შეირჩა. პროცესი სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
"პროექტის ფარგლებში ქალაქში 72 აბრაა განთავსებული, რომლებზეც დატანილია ქართველი მწერლების , მათ შორის 12 რუსთაველი მწერლის გამონათქვამები. ჯერ- ჯერობით პროექტს მასშტაბური სახე არ ექნება,...
ისნის რაიონში, ქეთევან წამებულის გამზირის N73-ში ქანობიანი სახურავი/წყალსაწრეტი მილების კეთდება. ასევე ბერი გაბრიელ სალოსის N137-ის მიმდებარედ არსებული ბრტყელი სახურავის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის N100-ის, N104-ისა და N145-ის მიმდებარედ, წითელ ხაზებში მოქცეული წყალარინების სისტემასაც უტარდება რეაბილიტაცია.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამის ფარგლებში ნავთლუღის საუბნო ტერიტორიულ ერთეულში რეაბილიტირებული ობიექტების სამუშაოს ჯამური ღირებულება 92 061 ლარს შეადგენს.
სამუშაოები თბილისის საკრებულოს ისნის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ, ისნის...
მიწისქვეშა პარკინგის მოწყობის მსურველებს მიწის ნაკვეთი იჯარის ნაცვლად საკუთრებაში 1 ლარად გადაეცემათ
წინა სტატია
კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისის მერია მიწისქვეშა პარკინგის მოწყობის მიზნით ინტერესთა გამოხატვას განმეორებით აცხადებს და ინვესტორებს მიწის ნაკვეთს 1 ლარად არა იჯარით, არამედ საკუთრებაში გადასცემს.
ინვესტორებს ვაგზლის მოედნის მეტროს, ვარკეთილის მეტროს და გეგეშიძის სკვერის ტერიტორიები 1 ლარად გადაეცემათ. კალაძის თქმით, აღნიშნული ადგილები ბაზრის კვლევის საფუძველზე შეირჩა და სწორედ ის ადგილებია, სადაც მოსახლეობის მოთხოვნა საკმაოდ მაღალია.
მისი თქმით პარკინგის...
წინა სტატია
საჯარო შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებისთვის საქართველო სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაციისგან ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნიკოლოზ გაგუამ, სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაციის (NEFCO) მმართველმა დირექტორმა მაგნუს რისტედმა და ინვესტიციების უფროსმა მენეჯერმა ხელი მოაწერეს სასესხო და საგრანტო შეთანხმებებს.
შეთანხმების ფარგლებში, NEFCO საქართველოს გამოუყოფს 2,83 მილიონ ევროს ოდენობის ფინანსურ რესურსს, ასევე აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოსდაცვითი თანამშრომლობის რეგიონალური ფონდიდან (E5P) ქვეყანა გრანტის სახით...
თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. კალაძის თქმით, თბილისის გენგეგმაზე მუშაობა დასრულდა და მერია გენგეგმას საკრებულოს დასამტკიცებლად გადაუგზავნის.
"დღეს მნიშვნელოვანი დღეა თბილისის მერიისთვის და თბილისისთვის. ხანგრძლივი დისკუსიის, პროფესიული განხილვებისა და მრავალი ადამიანის დაუღალავი მუშაობის შედეგად დასრულდა თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტმა და "სითი ინსტიტუტმა" დაასრულეს ძირითადი სამუშაო პროცესი და დოკუმენტი მზად არის შემდგომი...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნუგზარ გასვიანმა თანამდებობა დატოვა.
უცნობია რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიზეზი, ნუგზარ გასვიანის თქმით გადაწყვეტილება მან თავად მიიღო და და განცხადება დღეს დაწერა.
ნუგზარ გასვიანი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის, თავმჯდომარის პირველი მოადგილე 2010-2017 წლებში იყო.
ახალციხეში, რაბათის დასახელებაში, ცენტრალური ქუჩის მარცხენა ტროტუარზე თუ გაივლით ციხისძირის ქუჩაზე იქნებით, მარჯვენა ტროტუარზე გავლისას კი ათონელის ქუჩაზე აღმოჩნდებით. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
რატომ არის ერთი ქუჩა სხვადასხვა დასახელების ადგილობრივებმა არ იციან, თუმცა ვარაუდობენ, რომ ციხისძირი ამ ქუჩას გეოგრაფიული მდგომარეობის გამო დაარქვეს.
„მართლა ციხის ძირშია, ახალციხის ციხე ზემოდან გადმოყურებს, ალბათ ამიტომ დაარქვეს ერთ მხარეს ციხისძირი, მეორე მხარეს ათონელი“, – ამბობს ციხისძირის...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































