რუსთავში ქართველი მწერლების და პოეტების გამონათქვამებით ბანერები განთავსდა

955

რუსთავში, მე-8 მ/რ-დან ჟიული შარტავას მოედნამდე, ქართველი კლასიკოსი მწერლებისა და პოეტების რჩეული გამონათქვამებით გაფორმებული ბანერები დამონტაჟდა. ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.

მწერლების გამონათქვამები ქვემო ქართლის მწერალთა კავშირის წევრებისა და რუსთაველი პედაგოგების მიერ შეირჩა. პროცესი სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

“პროექტის ფარგლებში  ქალაქში 72 აბრაა განთავსებული, რომლებზეც დატანილია ქართველი მწერლების , მათ შორის 12 რუსთაველი მწერლის გამონათქვამები. ჯერ- ჯერობით პროექტს მასშტაბური სახე არ ექნება, თუმცა მომავალში დაგეგმილია მასშტაბების გაზრდაც” – განაცხადა რუსთავის საკრებულოს წევრმა ამირან ჯანჯღავამ.

პროექტი სახელწოდებით “ქართველი მწერელები ჩვენ ყოველდღიურობაში” ინიცირებულია რუსთავის საკრებულოს წევრის ამირან ჯაჯნჯღავას მიერ. ორგანიზებას კი რუსთავის მერია უწევს.