კულტურის ცენტრის ინფორმაციით გორის საჯარო ბიბლიოთეკას ახალი წიგნები შეუძინეს. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
ადმინისტრაციის ცნობით, საჯარო ბიბლიოთეკას 20 ახალი წიგნი შეემატა, ესენია:
ბალზაკის (გამქრალი ოცნებები,” ,,კურტიზან ქალთა ბრწყინვალება და სიღატაკე, ოცდაათი წლის ქალი”); ალექსანდრე დიუმას (დედოფალი მარგო); დანიელ დეფოს (2-ტომეული); ვ. ჰიუგოს (საბრალონი) და ა.შ. კლასიკური ავტორების წიგნები.
ამასთან, ახალ წიგნებს შორის შედის ქართველი მწერლის, დათო ტურაშვილის ,,ჯინსების თაობა”.