აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა

882

წინა სტატია

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.

ზურაბ პატარაძის განცხადებით, ის რჩება ქართული ოცნების წევრად და მალე გახდება ცნობილი თუ სად და როგორ გააგრძელებს მუშაობას.

ბრიფინგზე პატარაძემ მის მიერ გაწეული სამუშაო შეაჯამა და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.

ზურაბ პატარაძის გადადგომა ავტომატურად ნიშნავს აჭარის მთავრობის შემადგენლობისთვის უფლება-მოსილების შეწყვეტას.

ზურაბ პატარაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ 2016 წლის 14 ივლისს აირჩიეს. პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმში ყოფნის დროს, პატარაძეს დავალელები მისცა და პრემიერისგან მან შენიშვნაც მიიღო. მამუკა ბატაძემ მაშინ აღნიშნა, რომ არის საკითხები, რომლებიც უახლოეს პერიოდში მოითხოვს გამოსწორებას.

მთავრობის თავჯდომარის არჩევის პროცედურები ასეთია – უფლებამოსილების შეჩერებიდან ორი კვირის ვადაში პრეზიდენმა აჭარის უმაღლეს საბჭოს უნდა წარუდგინოს კანდიდატი, რომელიც იმავე დღეს წარადგენს მინისტრობის კანდოდატებს. საბჭო 21 წევრისგან შედგება. იმისთვის რომ დამტკიცდეს აუცილებელია 11 დეპუტატის ხმა. უმაღლესი საბჭოში ქართულ ოცნებას უმრავლესობა, 14 მანდატი აქვს.