საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნუგზარ გასვიანმა ​თანამდებობა დატოვა

1050

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნუგზარ გასვიანმა თანამდებობა დატოვა.

უცნობია რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიზეზი, ნუგზარ გასვიანის თქმით გადაწყვეტილება მან თავად მიიღო და და განცხადება დღეს დაწერა.

ნუგზარ გასვიანი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის, თავმჯდომარის პირველი მოადგილე 2010-2017 წლებში იყო.