გორში სასწრაფო დახმარების შენობა აშენდება. მშენებლობა 2019 წლიდან იგეგმება.
პროექტის ფარგლებში, ევროპული სტანდარტების შესაბამისად, გორში სრულიად ახალი შენობა დ. ჭონქაძის ქუჩაზე აშენდება და თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვება. მასში სასწრაფო სამედიცინო დახმარების 7 ჯგუფი განთავსდება და მოსახლეობას 24 საათის განმავლობაში მოემსახურება.
აღნიშნული პროექტის მიზანი მოსახლეობისთვის ხარისხიანი მომსახურების შეთავაზება და სამედიცინო პერსონალის სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა.
შიდა ქართლის რწმუნებულ-გუბერნატორის გიორგი ხოჯევანიშვილის თქმით, კომპეტენციის ფარგლებში, აქტიურად ჩაერთვებიან...
წინა სტატია
ქუთაისის საკრებულოში მომხდარ ჩხუბის ფაქტზე „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გია უკლება და გიგა შუშანია დაკითხეს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
როგორც გიგა შუშანია აცხადებს, მომხდარ ჩხუბთან დაკავშირებით სამართალდამცველებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. მისივე განცხადებთ, ისინი მუხლის გადაკვალიფიცირებას და კიდევ ერთი მუხლის დამატებას მოითხოვენ, რაც პოლიტიკურ საქმიანობაში ხელისშეშლას გულისხმობს.
გიგა შუშანიას განმარატებით, უმრავლესობის დეპუტატები მოითხოვდნენ, რომ გია უკლება საკრებულოს სხდომას არ დასწრებოდა.
საგამოძიებო...
წინა სტატია
რუსთავის საქალაქო სასამართლოში, დღეს 20 სექტემბერს მარნეულის ყოფილი მერის თემურ აბაზოვის, საქართველოს პარლამენტის წევრ აზერ სულეიმანოვის, რ. ალახვერდიევისა და ე. გულიევის საქმეზე არსებითი სხდომა გაიმართება. სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ასახული დანაშაულის გამო, რომელიც მარნეულის მკვიდრის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტს უკავშირდება, პროკურატურამ მარნეულის მერი თემურ აბაზოვი 13 ივნისს დააკავა.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხის საბავშვო ბაღის გახსნაზე ბაღის თანამშრომლებმა ტორტი გამოცხვეს, რომელზეც „ქართული ოცნება“ დააწერეს, - ინფორმაციას და შესაბამის ფოტოს "ლაივპრესი" ავრცელებს.
გამოცემას ბაღის დირექტორმა, მიმოზა დამენიამ უთხრა, რომ "ქართული ოცნების" ლოგო ტორტზე "ხელისუფლების მიმართ პატივისცემის ნიშნად" გააკეთეს, ვინაიდან ხელისუფლებამ სოფელს ახალი ბაღი აუშენა. დამენია იმასაც ამბობს, რომ, ტორტთან ერთად, საბავშვო ბაღის ეზოში "ქართული ოცნების" დროშებიც ჰქონდათ გამოფენილი, თუმცა, ჩამოახსნევინეს.
"ჩვენ "ოცნების"...
აბაშის მუნიციპალიტეტში, ნორიოს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ მაცხოვრისკარში, ახალი, თანამედროვე სტანდარტებით აშენებული საბავშვო ბაღი გაიხსნა.
მერიის ცნობით, წელს მოსახლეობას, 1990-იანი წლების შემდეგ, პირველად მიეცა საშუალება, ისარგებლოს ახლომდებარე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მომსახურებით.
30 აღსაზრდელზე გათვლილი ბაღი 2016 წელს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამითა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით აშენდა. მოეწყო საძინებელი, გასართობი ოთახი, სამზარეულო და სველი წერტილი.
საბავშვო ბაღი აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან მაკალათიამ და საკრებულოს...
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯგალსა და მიქავაში, ასევე, მაზანდარას ტერიტორიაზე საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს.
მერიის ცნობით, ბაღების მშენებლობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს. მათივე ინფორმაციით, ბაღები სრულად აღჭურვება შიდა და გარე სივრცეებით. მიქავასა და ჯგალში ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობისთვის 773 500 ლარი დაიხარჯება. მაზანდარას საბავშვო ბაღის სახარჯთაღრიცხვო ღირებულება კი 284 800 ლარს შეადგენს.
ბაღების მშენებლობას რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი აფინანსებს.
ტყიბულში ძველი გარეგანათების სანათებს ახლით ანაცვლებენ. მერიის ცნობით, სამუშაოები ქალაქის შემოსასვლელიდან დაიწყო, სადაც ძველი ლამპიონების, ახალი ენერგოეფექტური დიოდური (LED) სანათებით ჩანაცვლება მიმდინარეობს.
"მუნიციპალიტეტმა ელექტრონული ტენდერის საშუალებით, გარეგანათების რეაბილიტაციისთვის, სხვადასხვა სიმძლავრის 780 თანამედროვე დიოდური (LED) სანათი შეიძინა, რომელითაც გარეგანათების ქსელი, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში და ძირითად უბნებში განახლდება", - აცხადებენ მერიაში.
ტყიბულის მერის თემურ ჩუბინიძის თქმით, დიოდური სანათების ავტომატიზებული სისტემა ქალაქის უკეთეს ვიზუალურ,...
წინა სტატია
ქუთაისის საკრებულოში მომხდარ ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს უმრავლესობის ადგილობრივი დეპუტატი აფასებს. ქუთაისის საკრებულოს წევრის, ალეკო ახალაძის განცხადებით დეპუტატი გიორგი უკლება, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია, თავად შევიდა პოლემიკაში იმედა საღინაძესთან, რომელთანაც კონფლიქტი მოხდა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
"თვითონ მოთხოვა იმედა საღინაძეს გარეთ გასვლა. აშკარად ეტყობოდა გაღიზიანება და ცდილობდა იმედა საღინაძე გაეყვანა გარეთ. ამის შემდეგ ჩვენ გავყევით, ვიცოდით რა უნდა ყოფილიყო ამის მიზეზი,...
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ თერნალში ადგილობრივების მოთხოვნის საფუძველზე ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა.
მერიის ცნობით, ახალ სასწვალო წელს ბაღში 30 აღსაზრდელი შეუდგა სწავლას. მათივე ინფორმაციით, საბავშვო ბაღი მოწყობილია სტანდარტების შესაბამისად, აღჭურვილია საჭირო ტექნიკით, ინვენტარითა და უსაფრთხოების სისტემებით.
სოფელ თერნალის ბაღის რეაბილიტაციის პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 108 867 ლარით დაფინანსდა.
საბავშვო ბაღი იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის პირველმა მოადგილემ გრიგოლ დალაქიშვილმა წყალტუბოს მერთან გრიგოლ იოსელიანთან ერთად გახსნა.
დღეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ლიპარტიამ მერიის ახალი თანამშრომლები წარადგინა.
მერიის ცნობით, 10 ახალი კადრი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოცხადებული კონკურსის წესის მიხედვით, სექტემბრის თვის დასაწყისში შეარჩია.
დანიშნული თანამშრომლებიდან სამი სამსახურის და ერთი განყოფილების ხელმძღვანელია, ოთხი სპეციალისტი და ორი ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელია.
როგორც მერიაში აცხადებენ, ახალი თანამშრომლები საქმიანობას ოფიციალურად დღეიდან შეუდგნენ.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში ორი ახალი ჭაბურღილის, წყლის ქსელებისა და რეზერვუარების მოწყობა მიმდინარეობს.
მერიის ცნობით, ახალი ჭაბურღილების მოწყობა სოფელ ტიბაანში, ბოდბეში, ვაქირსა და ანაგაშიც მიმდინარეობს.
პროექტი, რომლის ღირებულებაც 304 289 ლარს შეადგენს, ბოდბისხევში ორი ახალი, ხოლო ბოდბეში ერთი ჭაბურღილის და რეზერვუარების გაკეთებას ითვალისწინებს. აღნიშნული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
როგორც მერიაში აცხადებენ, განახლებული წყალმომარაგებით 1 000 ბენეფიციარი...
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
მერიის ცნობით, რეაბილიტაციის ფარგლებში, სოფელ ქვემო მაჩხაანში შიდა საუბნო გზაზე 619 მეტრის მანძილზე ასფალტო-ბეტონის საფარი და სანიაღვრეები გაკეთდება.
გზის რეაბილიტაციისთვის 172 932 ლარი დაიხარჯება.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძვ.ანაგაში გზის რეაბილიტაცია დასრულდა. მერიის ცნობით, სოფლის შიდა საუბნო გზაზე 807 მეტრის მანძილზე, ასფალტო-ბეტონის საფარი მოწყო.
სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა. განახლებული გზით 1 200 ბენეფიციარი ისარგებლებს.
რუსთავის მერიისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის პროფესიულ-დრამატულ თეატრში, დასაქმების ფორუმი გაიმართა.
მერიის ცნობით, ფორუმში 20-ზე მეტი მსხვილი და საშუალო კერძო კომპანია მონაწილეობდა. კომპანიებმა მომსახურების, გაყიდვების, სამშენებლო და ტურიზმის სფეროში, ჯამში 1000-ზე მეტი თავისუფალი ვაკანსია წარმოადგინეს.
შეხვედრის მონაწილეებს, ფორუმის მნიშვნელობაზე ესაუბრა და დასაქმების პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია, სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ბეზარაშვილმა მიაწოდა.
"ფორუმის...
თბილისის მერს კახა კალაძეს პროგრამა “შენი იდეა ქალაქის მერს” ფარგლებში, ერთ-ერთი იდეის ავტორი 13 წლის ალექსანდრე ხუნძაკიშვილი სთავაზობს, რომ მუსიკალური გზები გააკეთონ.
"მე ვარ ალექსანდრე ხუნძაკიშვილი, 13 წლის. ვარ თბილისის კლასიკური გიმნაზიის მოსწავლე და ამავდროულად, ვსწავლობ მუსიკალურ სკოლაში (ვარ მერიის სტიპენდიანტი).
ერთხელ, როდესაც გზაში ვიყავი, ძალზე კარგი აზრი დამებადა. გზებზე და ტრასებზე მრავლად არის ყვითელი საღებავის ჰორიზონტალური ზოლები, რომლებიც გამოყენებულია უსაფრთხოების მიზნით....
სტატია მომზადებულია "კახეთის ხმის" მიერ.
სტატიის ავტორი: მაკა ხაზიური
გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგიონული ნაგავსაყრელის მოწყობას აპროტესტებენ. სოფელ არაშენდას, ქოდალოსა და კაჭრეთის მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ პროექტის განხორციელება სამეურნეო ნაკვეთებთან ახლოს იგეგმება, შედეგად კი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოებას ვეღარ შეძლებენ. ნაგავსაყრელის სხვა ტერიტორიაზე განთავსების მოთხოვნით ადგილობრივებმა 800-მდე ხელმოწერა შეაგროვეს და მთავრობას წერილით მიმართეს.
ადგილობრივი მეწარმეები განმარტავენ, რომ ნაგავსაყრელად შერჩეულ ტერიტორიას ესაზღვრება არხი, რომლის საშუალებით სასოფლო-სამეურნეო სავარგულები...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































