რუსთავის მერიისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის პროფესიულ-დრამატულ თეატრში, დასაქმების ფორუმი გაიმართა.
მერიის ცნობით, ფორუმში 20-ზე მეტი მსხვილი და საშუალო კერძო კომპანია მონაწილეობდა. კომპანიებმა მომსახურების, გაყიდვების, სამშენებლო და ტურიზმის სფეროში, ჯამში 1000-ზე მეტი თავისუფალი ვაკანსია წარმოადგინეს.
შეხვედრის მონაწილეებს, ფორუმის მნიშვნელობაზე ესაუბრა და დასაქმების პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია, სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ბეზარაშვილმა მიაწოდა.
“ფორუმის ფარგლებში, სამსახურის მაძიებელს პოტენციურ დამსაქმებელთან უშუალო კომუნიკაციის შესაძლებლობა მიეცა. დაგეგმილი ფორუმის შესახებ სმს შეტყობინება, შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებულ ქვემო ქართლში და მის შემოგარენში მცხოვრებ 30 000 სამუშაოს მაძიებელს დაეგზავნა”, – აცხადებენ რუსთავის მერიაში.
მოქალაქეთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ფორუმის მოწყობის ინიციატივით, სოციალური მომსახურების სააგენტოს რუსთავის მერიამ მიმართა.