სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში ორი ახალი ჭაბურღილის, წყლის ქსელებისა და რეზერვუარების მოწყობა მიმდინარეობს.
მერიის ცნობით, ახალი ჭაბურღილების მოწყობა სოფელ ტიბაანში, ბოდბეში, ვაქირსა და ანაგაშიც მიმდინარეობს.
პროექტი, რომლის ღირებულებაც 304 289 ლარს შეადგენს, ბოდბისხევში ორი ახალი, ხოლო ბოდბეში ერთი ჭაბურღილის და რეზერვუარების გაკეთებას ითვალისწინებს. აღნიშნული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
როგორც მერიაში აცხადებენ, განახლებული წყალმომარაგებით 1 000 ბენეფიციარი ისარგებლებს.