გორში სასწრაფო დახმარების შენობა აშენდება. მშენებლობა 2019 წლიდან იგეგმება.
პროექტის ფარგლებში, ევროპული სტანდარტების შესაბამისად, გორში სრულიად ახალი შენობა დ. ჭონქაძის ქუჩაზე აშენდება და თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვება. მასში სასწრაფო სამედიცინო დახმარების 7 ჯგუფი განთავსდება და მოსახლეობას 24 საათის განმავლობაში მოემსახურება.
აღნიშნული პროექტის მიზანი მოსახლეობისთვის ხარისხიანი მომსახურების შეთავაზება და სამედიცინო პერსონალის სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა.
შიდა ქართლის რწმუნებულ-გუბერნატორის გიორგი ხოჯევანიშვილის თქმით, კომპეტენციის ფარგლებში, აქტიურად ჩაერთვებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი შენობის მშენებლობისა და აღჭურვის პროცესში.