საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნოღაში მდებარე მძიმე მდგომარეობაში მყოფი აკაკი შანიძის სახლ-მუზეუმის შენობის რეაბილიტაციისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის მიზნით, პროექტი მომზადდება.
შესაბამისი ტენდერი სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ უკვე გამოაცხადა. რეაბილიტაციისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი 29 661 ლარს შეადგენს.
საპროექტო დოკუმენტაციაზე მუშაობის დასრულების შემდეგ, შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება და...
დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, 24 და 25 აპრილს, 08:00 საათიდან 20:00 საათამდე, თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასო ავტობუსები იმოძრავებენ. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
კახა კალაძემ სხდომაზე სადღესასწაულო დღეებში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობასთან დაკავშირებით ისაუბრა.
„მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოების მიმართულებით მეტროსადგურ „დიდუბიდან“ გაიყვანს; ძველი და ახალი კუკიის სასაფლაოებისკენ მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს სადგურისა და კოტე მარჯანიშვილის მოედნებიდან გაიყვანს;...
ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში პანდემიამდე ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა პროგრამა „თბილისის ცის ქვეშ“. აღდგომის დღესასწაულების შემდეგ ვიწყებთ ამ პროგრამის განხორციელებას, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეოჩართვისას განაცხადა.
მისივე თქმით, თბილისში შეირჩევა კონკრეტული ადგილები, სადაც ყოველ შაბათ-კვირას ქართული ესტრადის ვარსკვლავების კონცერტები გაიმართება.
„ეს ღონისძიებები შეიძლება იყოს თბილისის სხვადასხვა რაიონში და სხვადასხვა სივრცეში, იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს და მასშტაბური იყოს....
შემდეგი სტატია
დღეს მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომაზე, რომელსაც პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ღონისძიებები განიხილეს.
სამოქმედო გეგმის თანახმად, 3 წლის განმავლობაში დაგეგმილია 968.5 მლნ ლარის ღირებულების პროექტები, მაღალმთიანი დასახლებების, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე სოციალური მხარდაჭერის მიზნით, რაც 29%-ით აღემატება წინა პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელს.
საბჭოს სხდომაზე პრემიერმინისტრს წარედგინა „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სოციალური...
პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი, ბერდია სიჭინავა სენაკის საკრებულოში არსებულ კრიზისს ეხმიანება. განცხადებაში, რომელსაც ის ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს, სიჭინავა წერს, რომ საქმის განხილვის ხელოვნურად გაჭიანურება ახალი არჩევნების ჩატარების მიზანს ემსახურება. მისივე თქმით, მოქალაქეთა არჩევანის ხელოვნურად ცვლილებაზე პასუხისმგებლობა სასამართლო სისტემას დაეკისრება. ინფორმაციას რადიო ათინათი ავრცელებს.
"სენაკის მუნიციპალიტეტში "ოცნების" მიერ შექმნილი ხელოვნური კრიზისი და "პროცედურული ომი" საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, მათი არჩევანის შესაცვლელად, გრძელდება....
მარნეულის არაქართულენოვანი სკოლების ქართული ენის მასწავლებლების მგზავრობას მერია ყოველთვიურად 50 ლარით დააფინანსებს. საუბარია ქართული, როგორც მეორე ენის საგნობრივ პროგრამაში ჩართულ პედაგოგებზე. ასეთი მუნიციპალიტეტს კი 140 მასწავლებელი ჰყავს. საკრებულოს აპარატის უფროსის, ნინო ბერიძის თქმით, აღნიშნული პროგრამა მუნიციპალიტეტში გასულ წლებშიც იყო და თანხა პედაგოგებს 10 თვის განმავლობაში ეძლეოდათ. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
„დამტკიცდა წესი არაქართულ სკოლებში ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებლებისათვის მგზავრობის...
მარნეულში 200 000 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იგეგმება, - ამის შესახებ მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ 18 აპრილს გამართულ საკრებულოს სხდომაზე ისაუბრა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
მისი თქმით ქალაქის შემოსასვლელიდან, რუსთაველის ქუჩის გავლით, სამედ ვურღუნის ქუჩის ბოლომდე მოწესრიგდება ტროტუარები, ელექტრო გაყვანილობები და სხვა.
"დაგეგმილი გვაქვს და მერთან შეთანხმებული ვართ, წლის ბოლოს ვაპირებთ შევისყიდოთ მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც მოიცავს ქალაქის შემოსასვლელიდან, ე.წ...
ქალაქ მარნეულის ცენტრალური ხიდის ქვეშ საღამოს საათებში გავლა მარნეულელების ნაწილისათვის პრობლემურია. ხიდის ქვეშ არ არის გარეგანათება, რის გამოც ღამის საათებში მოსახლეობის ნაწილი ამ ადგილზე გავლას თავს არიდებს. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
მარნეულში დურმიშხან მაღალაშვილის ხიდის ქვეშ გარეგანათების მოწყობას ადგილობრივი თვითმმართველობა 5 922 ლარად გეგმავს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ მაღალაშვილის ხიდის ქვეშ გარეგანათების მოწყობისათვის პროექტი ჯერ კიდევ 2021 წელს შეისყიდა. მარნეულის მუნიციპალიტეტის...
სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, 2021 წელს, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე 40-მდე ეკოტურისტული პროექტი განხორციელდა.
უწყების ინფორმაციით, 2021 წელს დაცული ტერიტორიების სააგენტომ, ვიზიტორთა მიღება 26 მაისს აღადგინა, მხოლოდ 5 თვეში, ტურისტულად რეკორდული წლის (2019 წელი) 12 თვის მაჩვენებელი თითქმის 50%-ით შეასრულა და 600 000-მდე ვიზიტორს უმასპინძლა.
ბიომრავალფეროვნების დაცვასთან ერთად, მთავრობისა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, მიმდინარეობს ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება. ბოლო წლებში გაიხსნა ახალი ეკოტურისტული...
ნაციონალური მოძრაობის ახალი ინიციატივა - ოპოზიციური პარტია, შშმ პირებისთვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით შეღავათიანი, ან უფასო გადაადგილების უფლების მინიჭებას ითხოვს. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
თბილისის საკრებულოს წევრი ანა გოგოლაძე ამბობს რომ პროექტს დღეს საკრებულოს წარუდგენს და მოუწოდებს შესაბამის სამსახურს დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა აღნიშნულ საკითხზე.
წელს პირველად IV-IX კლასის მოსწავლეები კომპლექსურ დავალებებს დაწერენ. სამინისტროს განცხადებით, დიაგნოსტიკური შეფასება მასწავლებლებს მომავალი წლის სწორად დაგეგმისთვის სჭირდებათ და შედეგი მოსწავლეების ნიშნებზე არ აისახება.
„ეს არის კომპლექსური ბუნების დავალება, რომელსაც მასწავლებელი თავისვე მოსწავლეებს აძლევს გასაკეთებლად. მასწავლებელი დაინახავს სად აქვს საგანმანათლებლო დანაკარგი და შესაბამისად დაგეგმავს მომავალი წლისთვის სასწავლო პროცესს. დიაგნოსტიკური შეფასება მნიშვნელოვანია პოსპანდემიური პერიოდისთვისაც. პანდემიის გამო, საგანმანათლებლო სისტემას გარკვეული დანაკარგი აქვს....
წინა სტატია
ქუთაისის მერიის და საკრებულოს თანამშრომლების მიერ, 2019-2020 წლების პერიოდში სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნას, რომლის მიხედვითაც, აღნიშნულ პერიოდში 358 200 ლარის ოდენობის სოციალური შემწეობა, მერიის და საკრებულოს მაღალჩინოსნებზე გაიცა.
ამავე დასკვნაში საუბარია ბიუჯეტის გაფლანგვის სხვა ფაქტებზეც. კერძოდ, აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე თანხები იხარჯებდა, თუმცა სამუშაოები არაჯეროვნად სრულდებოდა, მუნიციპალიტეტის მიერ...
გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად, მესამე მიკროს N12-13-13ა კორპუსების მოსახლეობას შეხვდა. თბილისის მერიის ცნობით, შეხვედრაზე ავტოფარეხების დემონტაჟსა და მის ადგილას რეკრეაციული სივრცის მოწყობის შესახებ ისაუბრეს.
როგორც თბილისის მერიაში აღნიშნავენ, შეხვედრის შემდეგ რამდენიმე ავტოფარეხის მეპატრონემ დემონტაჟის პროცესი დაიწყო.
“მესამე მიკროს N12-13-13ა კორპუსების ირგვლივ, დაახლოებით, 30 ავტოფარეხია აშენებული, რომელიც მთლიანად ითვისებს ეზოს და სკვერის მოწყობის საშუალებას არ გვაძლევს....
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 19 აპრილის 21:00 საათიდან 20 აპრილის 07:00 საათამდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.
მათივე ცნობით, საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში, ავტოტრანსპორტის ნაკადი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე გადაერთვება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოსახლეობას მოუწოდებს, გამართული ავტოტრანსპორტით იმოძრაონ...
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ქალაქ დედოფლისწყაროსა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 14 სოფლის: ხორნაბუჯის, სამრეკლოს, ფიროსმანის, სამთაწყაროს, თავწყაროს, ჭოეთის, საბათლოს, ზემო ქედის, ქვემო ქედის, არხილოსკალოს, გამარჯვების, არბოშიკის, ზემო მაჩხაანის და მირზაანის 24 საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველსაყოფად სამშენებლო სამუშაოებს აქტიურად განაგრძობს.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ასევე, მოეწყობა წყალმომარაგების სრულიად ახალი, ცენტრალიზებული სისტემა. მათივე ცნობით, დაგეგმილია რეზერვუარების, ჭაბურღილების, სატუმბო სადგურებისა და სათავე ნაგებობების რეაბილიტაცია-მშენებლობები.
„წყალმომარაგების კომპანიის...
ავტორი: რუსა მაჩაიძე
„რეგიონებში წყალმომარაგების პრობლემა ჯერ კიდევ მოუგვარებელი და გადაუჭრელია. დაგეგმილი გვაქვს, რომ ყველა მუნიციპალიტეტში მომდევნო 3 წელიწადში წყალმომარაგების პროექტი დასრულდეს და 24- საათიანი წყალმომარაგება უნდა მიეწოდოს ყველა მუნიციპალიტეტს. აღნიშნული პროექტი დაახლოებით 350 მილიონი ლარით დაფინანსდება და 2025 წელს ყველა ქალაქს 24 საათიანი წყალი ექნება“, – ეს განცხადება პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ მთავრობის სხდომაზე გააკეთა. ამგვარი დაპირება ქართული...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































