მარნეულში 200 000 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იგეგმება

301

მარნეულში 200 000 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იგეგმება, –  ამის შესახებ მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ 18 აპრილს გამართულ საკრებულოს სხდომაზე ისაუბრა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.

მისი თქმით ქალაქის შემოსასვლელიდან, რუსთაველის ქუჩის გავლით, სამედ ვურღუნის ქუჩის ბოლომდე მოწესრიგდება ტროტუარები, ელექტრო გაყვანილობები და სხვა.

“დაგეგმილი გვაქვს და მერთან შეთანხმებული ვართ, წლის ბოლოს ვაპირებთ შევისყიდოთ მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც მოიცავს ქალაქის შემოსასვლელიდან, ე.წ “პერიეზდის გადასასვლელამდე”. მთლიანად შესრულდება სამუშაოები, დაწყებული სასმელი წყლიდან, წყალარინები, მოასფალტება, ტროტუარები, ელექტრო გაყვანილობები, ზემოთ ძალიან ცუდად ჩანს და მოეწყობა მიწის ქვეშ”, -თქვა გიორგაძემ

გიორგაძის თქმით, პროექტის შესყიდვა წლის ბოლოს მოხდება და სამუშაოები, სავარაუდოდ 2023 წლიდან დაიწყება.