დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლების უწყვეტი წყალმომარაგებისთვის 58 მილიონი ლარის პროექტები ხორციელდება

567

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ქალაქ დედოფლისწყაროსა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 14 სოფლის: ხორნაბუჯის, სამრეკლოს, ფიროსმანის, სამთაწყაროს, თავწყაროს, ჭოეთის, საბათლოს, ზემო ქედის, ქვემო ქედის, არხილოსკალოს, გამარჯვების, არბოშიკის, ზემო მაჩხაანის და მირზაანის 24 საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველსაყოფად სამშენებლო სამუშაოებს აქტიურად განაგრძობს.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ასევე, მოეწყობა წყალმომარაგების სრულიად ახალი, ცენტრალიზებული სისტემა. მათივე ცნობით, დაგეგმილია რეზერვუარების, ჭაბურღილების, სატუმბო სადგურებისა და სათავე ნაგებობების რეაბილიტაცია-მშენებლობები.

„წყალმომარაგების კომპანიის დაკვეთით ქალაქ დედოფლისწყაროსა და 14 სოფელში აქტიურად მიმდინარეობს წყლის სისტემების მშენებლობა. პროექტების ჯამური ღირებულება 58 მილიონი ლარია. სამუშაოები ეტაპობრივად 2023 წლის ბოლოსთვის დასრულდება. შედეგად 21 000 ბენეფიციარს ექნება შესაძლებლობა, რომ უწყვეტი, ხარისხიანი წყალმომარაგებით ისარგებლოს.“ – განაცხადა წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ, აკაკი მშვიდობაძემ.