დედაქალაქის მერია მრავალშვილიანი ოჯახის წევრ სტუდენტების და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტების სწავლას დააფინანსებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კახა კალაძე განმარტავს, დაფინანსება წელიწადში ორჯერ გაიცემა. „ თბილისის მერია იწყებს ახალ პროგრამას მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტების და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტების სწავლის დაფინანსების მიზნით. ახალი პროგრამით დაფინანსდებიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტები და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტები, რომელთაც განცხადების შემოტანის მომენტისთვის...
ის, რაც დღეს მეტროს მიმდებარე ტერიტორიებზე ხდება, კატეგორიულად მიუღებელია - ელემენტარულად, ფეხით გადაადგილებას უქმნის პრობლემას, შესაბამისად, ეს ყველაფერი მოწესრიგებული იქნება და ისე გაკეთდება, როგორც საჭიროებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, გარემოვაჭრეების ბაზრობის შიდა ტერიტორიაზე გადაყვანა ყველა მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან მოხდება. „დავიწყეთ სამგორის რაიონში ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. თქვენ იცით, რომ აღნიშნული...
მთავრობამ პარლამენტს „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის სასესხო შეთანხმება“ წარუდგინა. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა შეთანხმება ორშაბათს, 2 მაისს განიხილა და მხარიც დაუჭირა. საქმე ეხება კახეთის სატრანსპორტო კავშირის გაუმჯობესების პროექტს, რომელიც საგარეჯო-ბადიაურის საავტომობილო გზის მონაკვეთის (დაახლოებით 17 კმ) მშენებლობას ითვალისწინებს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია სამშენებლო სამუშოები საერთაშორისო მნიშვნელობის (ს-5) თბილისი–ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის...
რეორგანიზაციის გამო შტატების შემცირების მოტივით სამსახურიდან გათავისუფლებულმა პირმა თელავის მუნიციპალიტეტის მერიას დავა მოუგო. მის ინტერესებს საია იცავდა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, სამივე ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ სამსახურიდან გათავისუფლება არ შეესაბამებოდა კანონის მოთხოვნებს, შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა გათავისუფლებული თანამშრომლის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა და 2018 წლის 30 იანვრიდან სამსახურში აღდგენის დღემდე იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება. ,,სამსახურიდან გათავისუფლებული პირი...
ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრიდან მდინარე ჭანისწყლის ხიდამდე გზის მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით, ორ ეტაპად ხორციელდება და სახელშეკრულებო ღირებულება 1 157 000 ლარს შეადგენს. „პროექტის შესაბამისად 3 - კილომეტრიან მონაკვეთზე იგება ასფალტის საფარი და მოეწყობა ეზოებში შესასვლელები. გზის საფარი ამორტიზირებული იყო და სრულ რეაბილიტაციას საჭიროებდა....
ზუგდიდის ცენტრალურ ბაზართან საპროტესტო აქცია გაიმართა. ბაზრის შიდა ნაწილში მომუშავე პირები გარევაჭრობის აკრძალვას ითხოვენ. მათი თქმით, გარემოვაჭრეებისთვის ბაზრის ტერიტორიაზე დახლები მთავრობის მოთხოვნით რამდენიმეჯერ მოაწყვეს, თუმცა უშედეგოდ. „ყველას უკიდურესი მდგომარეობა აქვს და არ ვეხებით. ადგილები გვაქვს, 5 ჯერ გავაკეთეთ მთავრობის დაკვეთით უბნები, ყველა ცარიელი დარჩა. შეგვყავდა ხალხი, ფულს არ ვახდევინებდით წლობით“, - განაცხადა ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ნონა ნიჟარაძემ. ადგილზე იმყოფებოდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი...
მთავარი ოპოზიციური ძალის “ნაციონალური მოძრაობა” დეპუტატები, ოზურგეთის მუნიციპალური საკრებულოს დღევანდელ  სხდომას პროტესტის ნიშნად არ დაესწრებიან -  წერია“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარის, დავით მჟავანაძის მიერ, საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას სახელზე გაგზავნილ განცხადებაში. ოპოზიცია საკრებულოს ხელმძღვანელობიდან “ქართული ოცნების” დეპუტატების ამორალური ქმედებების გამო, რომელმაც მათივე სიტყვებით ბოლო პერიოდში მასიური ხასიათი მიიღო, რეაგირებას ითხოვს: “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ბატონ დავით დარჩიას ბატონო დავით, მოგახსენებთ, რომ...
წინა სტატია ავტორი: ეკატერინე ბასილაია გიორგი (გია) ხარჩილავა "ნაციონალური მოძრაობიდან" წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გახდა. წალენჯიხა ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც არჩევნებში ოპოზიციონერმა კანდიდატმა გაიმარჯვა. ხარჩილავას ქონებრივი დეკლარაცია 10-ჯერ აქვს შევსებული, თუმცა, მათგან მხოლოდ ის 5 დეკლარაცია იხსნება, რომელიც 2008 წლიდანაა შევსებული. 1999-2003 წლებში შევსებული 5 დეკლარაცია კი საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდიდან წაშლილია. ბოლო დეკლარაცია ხარჩილავამ 2022 წლის იანვარში შეავსო....
შემდეგი სტატია ავტორი: ეკატერინე ბასილაია კორნელი სალია წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე 2022 წლის 20 იანვრიდანაა. ის გიორგი გახარიას პარტიის – "საქართველოსთვის" წევრია და საკრებულოს თავმჯდომარედ რამდენიმეკვირიანი მცდელობის შემდეგ აირჩიეს. წალენჯიხა, ქვეყნის მასშტაბით, ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მერიც და საკრებულოს თავმჯდომარეც ოპოზიციის რიგებიდან არიან. კორნელი სალიას სულ 4 დეკლარაცია აქვს შევსებული, მათ შორის, 3 დეკლარაცია 2002-2003-2004 წლებშია შევსებული შს...
ავტორი: რუსა მაჩაიძე იმ ფონზე, როცა, რეორგანიზაციის მოტივით, ოზურგეთის მერიიდან 35 თანამშრომელი გაუშვეს, მუნიციპალიტეტის მერმა საკუთარი ხელფასი 65%-ით გაზარდა, მერის პირველი მოადგილის - 48%-ზე ცოტა მეტით, ხოლო მოადგილის - თითქმის 47%-ით. მერიაში დასაქმებულ ყველა დანარჩენ საჯარო მოხელეთა ხელფასებმა კი მხოლოდ 10%-ით მოიმატა. რაც შეეხება ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ, მერის წარმომადგენელთა ხელფასებს, მან თითქმის 55%-ით, ხოლო წარმომადგენლის თანაშემწეების - თითქმის 31%-ით მოიმატა. ეს...
სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციებმა 2021 წელს 5,5 მილიონ ლარზე მეტი დახარჯეს, - ნათქვამია  „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს”  მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ. "„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” შეისწავლა სახელმწიფო რწმუნებულის ცხრა ადმინისტრაციის მიერ 2021 წელს გაწეული ხარჯები, რამაც ჯამურად 5,567,583 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტი სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის აუცილებელ არც ერთ კრიტიკულ ფუნქციას არ ასრულებს, არსებული პრაქტიკა კი გვიჩვენებს, რომ „სახელმწიფო რწმუნებულების“...
ხაშურის მუნიციპალიტეტში, დაბა სურამის სოფელ იტრიაში მცხოვრებმა მოქალაქეებმა საკრებულოს მიმართეს თხოვნით, რომ ერთ-ერთ უსახელო ქუჩას “წმინდა ელიას” სახელი მიენიჭოს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. “მოგმართავთ თხოვნით ლესია უკრაინის გაგრძელებაზე მცხოვრებლები, რომ უსახელო ქუჩას მიენიჭოს “წმინდა ელიას” სახელი”, – აღნიშნული ინიციატივა საკრებულომ უკვე დაარეგისტრირა. საკითხს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისია განიხილავს. ინფორმაციისთვის, ხაშურის მუნიციპალიტეტში სოფელ ქვიშხეთში არის წმინდა ელიას სახელობის მართლმადიდებლური ეკლესია. როგორც...
კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ ავტომობილში 53 400 ლარი გადაიხადა.  ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. უწყებამ სს “ფრანს ავტოსთან” გააფორმა ხელშეკრულება და შეიძინა 2022 წლის გამოშვების Renault Duster, რომლის ღირებულებაც 53 400 ლარია. “შესყიდვის ობიექტის მიწოდება 180 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა განხორციელდეს”, – ვკითხულობთ ხელშეკრულებაში. ხელშეკრულება მერიასა და კომპანიას შორის მიმდინარე წლის თებერვალში გაფორმდა.
თბილისის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა მეტროსადგურ „სამგორის“ მიმდებარე ტერიტორიიდან (ე.წ. ნავთლუღი) და მეველის ქუჩიდან, ასევე, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები გაიტანეს.  როგორც მერიაში აცხადებენ, ორივე ადგილი შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა დაასუფთავეს. მუნიციპალურმა ინსპექციამ მოვაჭრეები რამდენჯერმე გააფრთხილა, უნებართვო სამეწარმეო საქმიანობა შეეწყვიტათ. „სამგორისა“ და „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის პრობლემის მოგვარების მიზნით, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ისნისა და გლდანის...
ავტორი: მაგდა პოპიაშვილი "თუ გინდათ, დაგიჩოქებთ, ნუ მიიღებთ ამ გადაწყვეტილებას" - ამ სიტყვებით პარასკევს ოზურგეთის საკრებულოს წევრებს ამავე მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელმა, ნარი მუჯირმა მიმართა. ნარი მერიის 35 მოხელეს შორის ერთ-ერთია, რომელსაც სამსახურიდან რეორგანიზაციის მოტივით უშვებენ. ის მერიიდან, სადაც 2013 წლიდან მუშაობდა, გაუშვეს 2014 წელს, შემდეგ - 2017 წელს, ახლაც უშვებენ. ნარი, ფაქტობრივად, ყველა არჩევნებს შეწირული საჯარო მოხელეა, რომელიც კანონმა ვერცერთხელ...
კასპის მუნიციპალიტეტის მერია 2022 წელს ხელფასებზე 2 277 000 ლარს ხარჯავს, განსხვავებით გასული წლისგან, როდესაც უწყების სახელფასო ფონდი 1 729 000 ლარს შეადგენდა. სხვაობა 2021 და 2022 წლის მონაცემებს შორის 548 000 ლარია. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. 2021 წლის ბოლოს ხელფასები გაეზარდა კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ყველა თანამშრომელს. ამის შესახებ, დადგენილება საკრებულომ გასული წლის 17 დეკემბერს მიიღო. დოკუმენტის მიხედვით, თუ კი მანამდე...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ