ხობის მერია: საჯიჯაოში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

515

ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრიდან მდინარე ჭანისწყლის ხიდამდე გზის მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს.

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით, ორ ეტაპად ხორციელდება და სახელშეკრულებო ღირებულება 1 157 000 ლარს შეადგენს.

„პროექტის შესაბამისად 3 – კილომეტრიან მონაკვეთზე იგება ასფალტის საფარი და მოეწყობა ეზოებში შესასვლელები. გზის საფარი ამორტიზირებული იყო და სრულ რეაბილიტაციას საჭიროებდა. სამუშაოები პერიოდში დასრულდება და გზაზე გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდება“,- აცხადებენ მერიაში.