კასპის მერია 2022 წელს ხელფასებზე 2 277 000 ლარს დახარჯავს

506

კასპის მუნიციპალიტეტის მერია 2022 წელს ხელფასებზე 2 277 000 ლარს ხარჯავს, განსხვავებით გასული წლისგან, როდესაც უწყების სახელფასო ფონდი 1 729 000 ლარს შეადგენდა. სხვაობა 2021 და 2022 წლის მონაცემებს შორის 548 000 ლარია. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

2021 წლის ბოლოს ხელფასები გაეზარდა კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ყველა თანამშრომელს. ამის შესახებ, დადგენილება საკრებულომ გასული წლის 17 დეკემბერს მიიღო.

დოკუმენტის მიხედვით, თუ კი მანამდე კასპის მუნიციპალიტეტის მერის ხელფასი 2 650 ლარი იყო, ცვლილების შემდეგ, თანამდებობრივი სარგო თითქმის გაორმაგდა და 5 065 ლარი შეადგინა.

ამასთან, ხელფასები მოემატათ მერის მოადგილეებსაც. პირველი მოადგილის თანამდებობრივი სარგო 1 700 ლარიდან 3 850 ლარამდე გაიზარდა, ხოლო მეორე მოადგილის 1 600-დან 3 520 ლარამდე. სამსახურების ხელმძღვანელების ანაზღაურება  კი, 1 300 ლარიდან 1 650 ლარამდე გაიზარდა.

როგორც ცნობილია, კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში 132 თანამშრომელი მუშაობს, მათ შორის 48 შრომითი ხელშეკრულებით არის აყვანილი