სურამში მცხოვრებლებს სურთ, უსახელო ქუჩას “წმინდა ელიას” სახელი მიენიჭოს

490

ხაშურის მუნიციპალიტეტში, დაბა სურამის სოფელ იტრიაში მცხოვრებმა მოქალაქეებმა საკრებულოს მიმართეს თხოვნით, რომ ერთ-ერთ უსახელო ქუჩას “წმინდა ელიას” სახელი მიენიჭოს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

“მოგმართავთ თხოვნით ლესია უკრაინის გაგრძელებაზე მცხოვრებლები, რომ უსახელო ქუჩას მიენიჭოს “წმინდა ელიას” სახელი”, – აღნიშნული ინიციატივა საკრებულომ უკვე დაარეგისტრირა.

საკითხს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისია განიხილავს.

ინფორმაციისთვის, ხაშურის მუნიციპალიტეტში სოფელ ქვიშხეთში არის წმინდა ელიას სახელობის მართლმადიდებლური ეკლესია.

როგორც ცნობილია, ელია თეზბიტელი ბიბლიური წინასწარმეტყველია, წმინდანი იუდაიზმში, ქრისტიანობასა და ისლამში. მართლმადიდებელი ეკლესია მისი ხსენების დღეს 2 აგვისტოს აღნიშნავს.