“ნაცმოძრაობა” ოზურგეთის საკრებულოში “ოცნების” წევრის დასჯას ითხოვს და სხდომებს ბოიკოტს უცხადებს

631

მთავარი ოპოზიციური ძალის “ნაციონალური მოძრაობა” დეპუტატები, ოზურგეთის მუნიციპალური საკრებულოს დღევანდელ  სხდომას პროტესტის ნიშნად არ დაესწრებიან –  წერია“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარის, დავით მჟავანაძის მიერ, საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას სახელზე გაგზავნილ განცხადებაში.

ოპოზიცია საკრებულოს ხელმძღვანელობიდან “ქართული ოცნების” დეპუტატების ამორალური ქმედებების გამო, რომელმაც მათივე სიტყვებით ბოლო პერიოდში მასიური ხასიათი მიიღო, რეაგირებას ითხოვს:

“ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ბატონ დავით დარჩიას ბატონო დავით, მოგახსენებთ, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე (29.04.2022 წელი)ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, ფრაქცია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარის მოადგილე გოჩა კილაძემ, საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებლოს წევრს თათია ნიკოლაშვილს მიაყენა სიტყვიერი შეურაცყოფა. მიმაჩნია, რომ გოჩა კილაძის ქმედება იყო ამორალური და მიზნად ისახავდა თათია ნიკოლაშვილის დამცირებას, მისი ეს ქმედება ეწინააღმდეგება სადეპუტატო ეთიკას, ყოველივე ამის გათვალისწინებით გთხოვთ განიხილოთ ჩემი განცხადება და დაავალოთ შესაბამის კომისიას, დაუყოვნებლივ შეისწავლოს 29.04.2022 წლის სხდომაზე მომხდარი ფაქტები, რათა მოხდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით გოჩა კილაძის პასუხისმგებლობის საკითხი. ვინაიდან საკრებულოს უმრავლესობის წევრების მხრიდან მსგავსმა ქმედებებმა მიიღი სისტემატიური ხასიათი, ხოლო საკრებულო თავმჯდომარეს დღემდე მომხდარ არცერთ ფაქტზე რეაგირება არ მოუხდენია, ფრაქცია ერღიანი ნაციონალური მოძრაობა პროტესტის ნიშნად არ დაესწრება 2022 წლის 4 მაისს ჩანიშნულ საკრებულოს სხდომას”.