საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ილია ბეგიაშვილმა და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე შოთა კაკაბაძემ, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში სახელმწიფო რწმუნებულთან და მუნიციპალიტეტის მერებთან შეხვედრა გამართა. „განვიხილეთ ის პროექტები, რომელსაც ახორციელებენ და მართავენ თავად მუნიციპალიტეტები. ეს პროექტები დაფინანსებულია ისეთი სხვადასხვა ფონდებიდან, როგორიცაა სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, რეგიონეში განსახორციელებელი პროექტების ფონდი, მთის ფონდი და ასევე, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული...
ერთეულ სამარშრუტო ხაზებზე, სადაც ბოლო პერიოდში მგზავრთნაკადის ზრდა საგრძნობია, პიკის საათებში კომპანია ნებას რთავს მგზავრს ფეხზე დგომით იმგზავროს, - აცხადებენ თბილისის მერიაში. მათივე ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება დროებითია. "მგზავრთა ფეხზე დგომით გადაყვანას მასშტაბური ხასიათი არ გააჩნია, რაც დასტურდება ტრანსპორტის სამსახურის ყოველდღიური მონიტორინგით. რაც შეეხება ცალკეულ შემთხვევებს, ერთეულ სამარშრუტო ხაზებზე, სადაც ბოლო პერიოდში საგრძნობია მგზავრთნაკადის ზრდა, პიკის საათებში კომპანია ნებას რთავს მგზავრს ფეხზე...
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 3 ტენდერი გამოაცხადა. ერთ-ერთი ტენდერის მიხედვით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება იაკობ ჯუღაშვილის ქუჩას. პროექტის მიხედვით, ქუჩაზე მოეწყობა ტრანსპორტის სავალი ნაწილი, ტროტუარები, ეზოებში შესასვლელები, სანიაღვრე სისტემა და საგზაო მონიშვნები. ქუჩის სიგრძე 450 მეტრია. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 589 710 ლარს შეადგენს. ამასთან, ტენდერი გამოცხადდა ანტონოვის ქუჩის კეთილმოწყობაზეც. პროექტის მიხედვით, ქუჩაზე მოეწყობა ტრანსპორტის სავალი ნაწილი, ტროტუარები, მიერთებები, ეზოებში შესასვლელები...
ფერმერების ხელშეწყობის მიზნით აჭარაში სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობების უფასოდ დამუშავება გრძელდება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცნობით, მიწის დამუშავების პროცესში ჩართულია ტექნიკა და აგრო-ვადების შესაბამისად ხორციელდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების დამუშავების პროცესი. „სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების მიმდინარეობას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად ქობულეთის მუნიციპალიტეტში გაეცნო. პროგრამის ფარგლებში 2022 წელს აჭარაში 2100 ჰა ფართობი დამუშავდება. დღეის მდგომარეობით უკვე დამუშავებულია 850 ჰა მიწის ფართობი“, -აღნიშნულია...
ტყეები, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მოსახლეობის საკვებით უზრუნველყოფაში. არამერქნული რესურსები ქმნიან შემოსავლის ალტერნატიულ წყაროებს და ავითარებენ ბიზნესს, რაც, თავის მხრივ, ადგილობრივი თემების ყოფა-ცხოვრებას აუმჯობესებს. თუმცა, ამ ფუნქციის შესრულება მხოლოდ მდგრადი მართვის პირობებშია შესაძლებელი, რაც ტყის პროდუქტებისა და ეკოსისტემების შენარჩუნებასთან ერთად, კლიმატის ცვლილებების შერბილებასაც ითვალისწინებს. საქართველოში ტყის არამერქნული პროდუქტებით მუდამ სარგებლობდნენ, თუმცა არ არსებობდა ამ პროდუქტების ლეგალური კომერციული გამოყენების...
ქარელის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურს აქვს პროგრამები რომლის ფარგლებშიც ეხმარებიან: შშმ პირებს, სოციალურად დაუცველ ოჯახებს, მრავალშვილიან ოჯახებს, უსინათლოებს, საქართველოს მთლიანობისთვის მებრძოლებს, სამამულო ომის ვეტერანებს, მკურნალობის საჭიროების მქონე პირებს, სტუდენტებს, 100 წელს გადაცილებულ მოხუცებსა და სტიქიურად დაზარალებულებს. მერიის ცნობით, გასულ წელს 1 463-მა ბენეფიციარმა ისარგებლა აღნიშნული პროგრამებით. უფასო კვებით უზრუნველყოფა გაეწია 90 ბენეფიციარ; მკურნალობის დაუფინანსდა 949 ბენეფიციარს რომლის ხარჯებმა...
„ყველაფერს მუნიციპალიტეტი ვერ გაგიკეთებთ”, – ასე უპასუხა ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ჯუმბერ შუბითიძემ სოფელ მოხისის მოსახლეობას, რომელიც გზაზე ხეების გადაბელვა-გადაჭრას ითხოვს. ინფორმციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. “სოფლის შესასვლელში ხეებია გადასაბელი, რის გამოც ხშირია ავარიის შემთხვევები,ამ ორი დღის წინაც ტრაქტორი იყო დაჯახებული. ქარელის მუნიციპალიტეტსაც მივმართეთ არაერთხელ ამ საკითხის მოსაგვარებლად, მაგრამ პასუხიც კი არ მიგვიღია დღემდე”, – ამბობს მოხისში მცხოვრები თამარ დიასამიძე. საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ...
როგორც ქარელის მერიაში განმარტავენ მიმდინარე წელს დაგეგმილია 6 მოსაცდელის მოწყობა, რისთვისაც ტენდერი იყო გამოცხადებული. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. “იგეგმება მუნიციპალიტეტის 6 ადგილზე მოსაცდელების მშენებლობა, ქარელში კი არსებული მოსაცდელის რეაბილიტაცია, რომლისთვისაც 6680 ლარი დაიხარჯება. ასევე, მოსაცდელები მოეწყობა სოფლებში”, – განმარტავს ქარელის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ნათია მაწონიძე. რა შეეხება სოფლებს, საერთო ჯამში  მოსაცდელების მოსაწყობად 42 591 ლარი დაიხარჯება.  სოფლების ჩამონათვალი, სადაც აღნიშნული სამუშაეობია დაგეგმილი:  ...
ავტორი: ანი გუგეშაშვილი მუნიციპალიტეტების მიერ შექმნილი ერთობლივი ა(ა)იპ-ები "დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციები" (DMO), რომელთა საქმიანობასაც ადგილობრივი თვითმმართველობები საკუთარი მწირი ბიუჯეტებიდან აფინანსებენ, არაეფექტიანია და დაკისრებულ მოვალეობებს არასრულფასოვნად ასრულებენ, თვითმმართველობები კი მათგან სათანადო სერვისს ვერ იღებენ. DM0-ების უმეტესობა ვერ ახდენს რეგიონის, როგორც ტურისტული ბრენდის, პოპულარიზაციას და მაშინ, როცა თანამედროვე სამყაროში ინფორმაციის გავრცელებისა და მიღების ერთ-ერთი ძირითადი წყარო ინტერნეტია, ორგანიზაციების მიერ შექმნილ ვებგვერდებსა...
თბილისის საკრებულომ ავარიული მრავალბინიანი შენობების ჩანაცვლების წესი დაამტკიცა. პროექტისთვის წლევანდელი ბიუჯეტით 20 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული, ხოლო ახალი წესებით განსაზღვრულია კრიტერიუმები, რომლითაც ავარიული ნაგებობების ჩანაცვლება უნდა მოხდეს. ავარიული შენობის ჩანაცვლება მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ავარიულობის ხარისხი მიეკუთვნება V, IV ან III კატეგორიას. ამის დამადასტურებელ დოკუმენტს გასცემს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ან სხვა აკრედიტირებული ექსპერტიზის ორგანო. “ავარიულ სახლში დაინტერესებული პირების არსებული საკუთრების...
წინა სტატია “სერიოზულად უნდა ვისაუბროთ ბათუმის ადმინისტრაციული საზღვრის კორექტირებაზე”, - ამის შესახებ გამოცემა"BM.GE-სთან" ბათუმის გენგეგმაზე მომუშავე კომპანია “სითი ინსტიტუტის” ხელმძღვანელმა ისაუბრა. როგორც მამუკა სალუქვაძე აცხადებს, გენგეგმაზე მუშაობის პროცესში უკვე გამოიკვეთა რამდენიმე მიგნება და მათ შორისაა, სწორედ ბათუმის ადმინისტრაციული საზღვრის შესაძლო ცვლილება. მისივე თქმით, "საკითხზე მნიშვნელოვანი მსჯელობაა საჭირო". “სერიოზულად უნდა ვისაუბროთ ბათუმის ადმინისტრაციული საზღვრის კორექტირებაზე. ეს არის დასაშვები და უნდა გაკეთდეს თუ არა...
შემდეგი სტატია ბათუმის გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფმა, კომპანია “სითი ინსტიტუტმა” სამუშაოების პირველი ეტაპი დაასრულა და შესაბამისი დოკუმენტაცია ადგილობრივ მუნიციპალიტეტში უკვე წარადგინა. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს. კვლევის პირველადი შედეგების მიხედვით, ჩატარდა ქალაქის ინვენტარიზაცია და შეისწავლეს შენობების მდგომარეობა. როგორც “სითი ინსტიტუტის” ხელმძღვანელი აცხადებს, ქალაქში 400 ერთეული ავარიული შენობაა. მამუკა სალუქვაძის თქმით, ასევე გამზადდა რეკომენდაციების პაკეტი კონკრეტულ არეალებზე სამშენებლო შეზღუდვების დროებით დაწესებათან დაკავშირებით, რომელიც ბათუმის მერიას ხვალ...
საბურთალოს რაიონის გამგეობამ ყაზბეგის გამზირზე არსებული სკვერის სრული რეაბილიტაცია დაასრულა. სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე საფეხმავლო ბილიკი და ლედ განათების სისტემა მოეწყო. ასევე, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. დაირგო სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე, მოეწყო სარწყავი სისტემა და გამწვანებულ ზოლში ნიადაგის მულჩირება განხორციელდა. გარდა ამისა, წიგნის კითხვის პოპულარიზაციის მიზნით, სკვერში განთავსდა სკამები წიგნის ვიზუალით. მოეწყო ორი "წიგნის ბუდე“, რათა ადგილობრივმა მოსახლეობამ ერთმანეთს რჩეული ლიტერატურა გაუზიაროს, ან წაიღოს...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივა ახალი დაცული ტერიტორიის შექმნის შესახებ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ზემო იმერეთში, საჩხერის მუნიციპალიტეტში, 14 797 ჰექტარ ტერიტორიაზე კვერეთის აღკვეთილი დაარსდება. უწყების ცნობით, ახალი დაცული ტერიტორიის შექმნა უზრუნველყოფს ზემო იმერეთის რეგიონში არსებული უნიკალური ბიომრავალფეროვნების, ეკოსისტემებისა და ლანდშაფტების დაცვა-შენარჩუნებას, ასევე, ბუნებრივი რესურსის მდგრად...
ქუთაისში აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.  პროექტის ფარგლებში, მონოლითური კიბის საფეხურები შეიმოსება ბაზალტისა და ეკლარის ფილებით, მოეწყობა მოსასვენებელი ადგილები, შეიცვლება სადრენაჟე სისტემა და განახლდება ლამპიონები. ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციისთვის 741 191 ლარია განსაზღვრული. სამუშაოებს ასრულებს შპს „ბრიტანია ქონსთრაქშენი“. საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ქუთაისში კიდევ რამდენიმე პროექტი ხორციელდება. საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს კუპრაძის ქუჩაზე, სადაც განახლდება ასფალტო-ბეტონის საფარი, მოეწყობა ტროტუარი და...
საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 13 საკითხი განიხილა. მთავრობამ, ქვეყანაში მწვანე, განახლებადი ენერგიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი მოიწონა. მათ შორისაა მზის, ქარის და ჰიდროელექტროსადგურების პროექტები. პროექტების დადგმული სიმძლავრე 150 მგვტ, ხოლო ჯამური საინვესტიციო ღირებულება, დაახლოებით, 200 მილიონი აშშ დოლარია.

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ