პიკის საათებში, ზოგიერთ მიკროავტობუსებში, ფეხზე დგომით მგზავრობა დასაშვები იქნება

364

ერთეულ სამარშრუტო ხაზებზე, სადაც ბოლო პერიოდში მგზავრთნაკადის ზრდა საგრძნობია, პიკის საათებში კომპანია ნებას რთავს მგზავრს ფეხზე დგომით იმგზავროს, – აცხადებენ თბილისის მერიაში.

მათივე ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება დროებითია.

“მგზავრთა ფეხზე დგომით გადაყვანას მასშტაბური ხასიათი არ გააჩნია, რაც დასტურდება ტრანსპორტის სამსახურის ყოველდღიური მონიტორინგით. რაც შეეხება ცალკეულ შემთხვევებს, ერთეულ სამარშრუტო ხაზებზე, სადაც ბოლო პერიოდში საგრძნობია მგზავრთნაკადის ზრდა, პიკის საათებში კომპანია ნებას რთავს მგზავრს ფეხზე დგომით იმგზავროს. აღნიშნული გადაწყვეტილება არის დროებითი და იგი არ სცდება მიკროავტობუსების საპასპორტო მონაცემებით დაშვებულ ნორმას”, – განმარტეს თბილისის მერიაში.