საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 3 ტენდერი გამოაცხადა.
ერთ-ერთი ტენდერის მიხედვით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება იაკობ ჯუღაშვილის ქუჩას. პროექტის მიხედვით, ქუჩაზე მოეწყობა ტრანსპორტის სავალი ნაწილი, ტროტუარები, ეზოებში შესასვლელები, სანიაღვრე სისტემა და საგზაო მონიშვნები. ქუჩის სიგრძე 450 მეტრია. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 589 710 ლარს შეადგენს.
ამასთან, ტენდერი გამოცხადდა ანტონოვის ქუჩის კეთილმოწყობაზეც. პროექტის მიხედვით, ქუჩაზე მოეწყობა ტრანსპორტის სავალი ნაწილი, ტროტუარები, მიერთებები, ეზოებში შესასვლელები და სანიაღვრე სისტემა. ქუჩის სიგრძე 380 მეტრია. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 440 280 ლარს შეადგენს.
გარდა ამისა, იგეგმება ტინისხიდში სასაფლაომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია. სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთი ნაწილობრივ მჭიდროდ დასახლებულ უბანს გაივლის. მისი სიგრძე 680 მეტრია. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მოეწყობა ტრანსპორტის სავალი ნაწილი, სანიაღვრე სისტემა, მიერთებები და ეზოში შესასვლელები.
ამავე ტენდერით გაკეთდება დიდ გორიჯვარში შიდა გზის რეაბილიტაციაც. სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 332 მეტრია. პროექტის მიხედვით, მოეწყობა ტრანსპორტის სავალი ნაწილი, სანიაღვრე სისტემა, მიერთებები და ეზოში შესასვლელები.
ასევე, აღნიშნული ტენდერით გააკეთებენ რკინიგზის სადგურის დასახლებაში სასაფლაოსთან მისასვლელ გზას. სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 225 მეტრია.
პროექტის მიხედვით, მოეწყობა ტრანსპორტის სავალი ნაწილი, სანიაღვრე სისტემა, მიერთებები და ეზოში შესასვლელები. ტენდერის ღირებულება, რომლის მიზანიც ტინისხიდში, დიდ გორიჯვარსა და სადგურის დასახლებაში გზების რეაბილიტაციაა, 1 015 510 ლარია.