ყაზბეგის გამზირზე მდებარე ახლადრეაბილიტირებულ სკვერში სკამები წიგნის ვიზუალით განათავსეს

669

საბურთალოს რაიონის გამგეობამ ყაზბეგის გამზირზე არსებული სკვერის სრული რეაბილიტაცია დაასრულა. სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე საფეხმავლო ბილიკი და ლედ განათების სისტემა მოეწყო. ასევე, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. დაირგო სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე, მოეწყო სარწყავი სისტემა და გამწვანებულ ზოლში ნიადაგის მულჩირება განხორციელდა.

გარდა ამისა, წიგნის კითხვის პოპულარიზაციის მიზნით, სკვერში განთავსდა სკამები წიგნის ვიზუალით. მოეწყო ორი “წიგნის ბუდე“, რათა ადგილობრივმა მოსახლეობამ ერთმანეთს რჩეული ლიტერატურა გაუზიაროს, ან წაიღოს წიგნი და მის ნაცვლად, სხვა წიგნი დატოვოს. გარდა ამისა, სკვერში არსებულ კედელზე აღბეჭდილია გამოჩენილი მწერლების ფრაზები.

პროექტისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 258 818 ლარი დაიხარჯა.