როგორც ქარელის მერიაში განმარტავენ მიმდინარე წელს დაგეგმილია 6 მოსაცდელის მოწყობა, რისთვისაც ტენდერი იყო გამოცხადებული. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
“იგეგმება მუნიციპალიტეტის 6 ადგილზე მოსაცდელების მშენებლობა, ქარელში კი არსებული მოსაცდელის რეაბილიტაცია, რომლისთვისაც 6680 ლარი დაიხარჯება. ასევე, მოსაცდელები მოეწყობა სოფლებში”, – განმარტავს ქარელის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ნათია მაწონიძე.
რა შეეხება სოფლებს, საერთო ჯამში მოსაცდელების მოსაწყობად 42 591 ლარი დაიხარჯება.
სოფლების ჩამონათვალი, სადაც აღნიშნული სამუშაეობია დაგეგმილი:
- აბისი – 7780 ლარი;
- სანებელი – 10430 ლარი;
- ტახტიძირი -7800 ლარი;
- ქვემო ხვედურეთი – 8100 ლარი;
- ქვენატკოცა – 8481 ლარი.
აღნიშნულ სოფლებში, სამუშაოებს შეასრულებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “ახალი სამშენებლო”.