"ოცნების ქალაქის“ საცხოვრებელი ბინების განაწილების კრიტერიუმებზე შესაბამისმა კომისიამ  მუშაობა დაასრულა. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, დადგენილი ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით საცხოვრებელ ბინებს შშმ პირები, სპეციალური სამედიცინო საჭიროების, ასევე, სოციალური ქულების მქონე მოქალაქეები, მარტოხელა მშობელი, მარჩენალდაკარგული, ეკომიგრანტები, იძულებით გადაადგილებული და სხვა პირები მიიღებენ. "კომისიის შემადგენლობამ როგორც მთავრობის, ასევე, სხვა მხარეების ჩართულობით შეიმუშავა და წარმოადგინა საბოლოო კრიტერიუმები, რომელიც ადგენს საკმაოდ სამართლიან სტანდარტს. მინდა მადლობა გადავუხადო კომისიას...
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში სკვერის რეაბილიტაციას 176 667 ლარი მოხმარდება. სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია “ახალ ჭიათურა" შეასრულებს. “სკვერში სავალ ბილიკებზე ფილები დაიგო. ასევე, მოეწყო მწვანე საფარი და დამონტაჟდა გარეგანათების ლამპიონები. სამუშაოების დასრულების შემდეგ სკვერში განთავსდება ურნები და სკამები”, – განმარტავენ კასპის მერიაში. მათივე ცნობით, სოფლის ცენტრში მდებარე სკვერი მოსახლეობის დასვენების ერთადერთი სივრცეა და აუცილებელ განახლებას საჭიროებდა.
ხაშურში მოსახლეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვს, თუმცა, მერია გზების რეაბილიტაციას წყალმომარაგების კომპანიის მიერ ჩასატარებელი სამუშოების გამო ვერ იწყებს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. “ხაშურში ქუჩების უმეტესი ნაწილი პრობლემურია, მაგრამ რეაბილიტაციას ვერ ვატარებთ, რადგან ველით წყლისა და კანალიზაციის პროექტის დაწყებას, რაც მერე აუცილებლად გამოიწვევს ქუჩების გადათხრას. შესაბამისად, სახელმწიფო რესურსის რაციონალიზაციის მიზნით, ვერ ვაკეთებთ ამ ეტაპზე. ჩვენი ინფორმაციით, მიმდინარე წელს უნდა დაიწყოს”, –...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში, პირველი საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მესამე წელია ვერ დასრულდა. ამის გამო, ბავშვების ის თაობა, რომელსაც სამი წელი ბაღში უნდა გაეტარებინა სექტემბრიდან პირდაპირ სკოლაში მივა. ინფორმაციას qartli.ge ავრცელებს. საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია 2020 წლის ივნისში დაიწყო და 6 თვეში, 2020 ნოემბერში უნდა დასრულებულიყო. კომპანია "აღმაშენებელი 2012-მა" თანხის 95% აითვისა. კარალეთის თემის წარმომადგენელი მამუკა ბაზანდრაშვილი აცხადებს, რომ საბავშვო ბაღის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით,...
წინა სტატია ბათუმის საკრებულოში თავმჯდომარის მოადგილეები აირჩიეს. პირველი მოადგილე დამოუკიდებელი დეპუტატი, ირაკლი თავდგირიძე გახდა. თავდგირიძე ბათუმის საკრებულოში გიორგი გახარიას პარტიიდან შევიდა, თუმცა, პარტია მალევე დატოვა. ასევე, თავმჯდომარის მოადგილეებად დაამტკიცეს „ქართული ოცნების“ წევრები: ნატალია ზოიძე და ზურაბ ნაკაიძე. მმართველი გუნდის წევრები აცხადებენ, რომ აღნიშნულით ბათუმის საკრებულოში ხელოვნური კრიზისისა და ქაოსის შექმნის მცდელობა დასრულდა. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე გახდა.
წყალტუბოს მერი გენადი ბალანჩივაძე ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვას ქალაქ შილუტეში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა შილუტეს თვითმმართველობის მერთან ვიტაუტას ლაურინაიტისთან. შეხვედრაზე მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, რომელიც ორ დამეგობრებულ ქალაქს შორის ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურისა და სპორტის სფეროებში თანამშრომლობას, ასევე, საერთო ინტერესების დაცვასა და მეგობრობის განმტკიცებას ითვალისწინებს. საუბარი შეეხო ორმხრივ ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. განიხილეს მმართველობის სფეროში გამოცდილების გაზიარებების შესაძლებლობები. „ჩვენ შილუტესთან...
თბილისს 22-ე დაძმობილებული ქალაქი ჰყავს. ბუქარესტში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა თბილისის მერმა კახა კალაძემ ბუქარესტის მერ ნიკუშორ დანთან ერთად თბილისისა და ბუქარესტის დაძმობილების ხელშეკრულებას ხელი მოაწერა. მემორანდუმი ითვალისწინებს საქართველოსა და რუმინეთის დედაქალაქებს შორის თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით: კულტურა, გამწვანება, ურბანული განვითარება, სპორტი, ტურიზმი, ეკონომიკა, სავაჭრო ურთიერთობები და სხვა. ხელშეკრულების ხელმოწერამდე, კახა კალაძემ და ნიკუშორ დანმა ორმხრივი შეხვედრა გამართეს, სადაც ხაზი გაესვა ორი ქვეყნის...
წინა სტატია ბათუმის საკრებულოში ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის თენგიზ აფხაზავას განცხადებით, ბათუმის საკრებულოში დღეს ხელოვნური კრიზისის და ქაოსის მცდელობა დასრულდა. მისი განმარტებით, ბათუმის საკრებულო შედგა და “ქართულ ოცნებას” ბათუმის საკრებულოში მყარი უმრავლესობა ექნება. “რამაზ ჯინჭარაძეს გამარჯვებას ვულოცავ, ის არის ღირსეული ბათუმელი და დარწმუნებული ვარ, რომ დარჩენილი პერიოდის განმავლობაში კარგად წარუძღვება საკრებულოს საქმიანობას. დღეს დასრულდა პრაქტიკულად მცდელობა ხელოვნური კრიზისის და ქაოსის, რომლის შექმნაც სურდა...
"ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის" გარიგების შედეგად 4 დღის წინ რამდენიმე საათში მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებას უკვე კონკრეტული შედეგი აქვს - მმართველმა პარტიამ ბათუმში თავისი წარმომადგენელი საკრებულოს წევრადაც აღიარა და საკრებულოს თავმჯდომარედაც დაამტკიცა. იმის გამო, რომ ბათუმის საკრებულოში შუალედური მაჟორიტარული არჩევნებით გამარჯვებული კანდიდატის უფლებამოსილების ცნობა ვერ ხერხდებოდა, მმართველმა პარტიამ ჯერ მოინდომა, რომ ცვლილება მხოლოდ რამაზ ჯინჭარაძისთვის მოერგო, რომელმაც შუალედურ მაჟორიტარულ არჩევნებში...
ხაშურში ზემო სერის ტყე-პარკის აღდგენა იგეგმება. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, სამუშაოების პირველი ეტაპის განხორციელება მიმდინარე წელს იგეგმება. "ზემო სერის ტყე-პარკი უფროსი თაობის ყველა ხაშურელის მეხსიერებაში საპატიო და სასიამოვნო ადგილს იკავებს, როგორც ულამაზესი ადგილი დასვენებისა და გართობისთვის. შესაბამისად, მისი აღდგენა ხაშურის მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობის სურვილია. მუნიციპალიტეტი გეგმავს ტყე-პარკის რეაბილიტაციას. პროექტი მომავალ წელსაც გაგრძელდება და საბოლოოდ, ტყე-პარკი კვლავ გადაიქცევა ხაშურელთათვის საყვარელ ადგილად დასვენებისა...
ბათუმის საკრებულო ფრაქცია „ლელო საქართველოს“ წევრმა ირაკლი კუპრაძემ დატოვა. მან საკრებულოს განცხადებით უკვე მიმართა. მისი თქმით, ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა. "მე საკუთარ თავს პერსონალურად ვერ ვხედავ ამ საკრებულოს მოწვევაში, მიმაჩნია, რომ ბევრად უფრო ეფექტური ვიქნები, სწორედ ბათუმელებისთვის და არა მხოლოდ ბათუმელებისთვის, სხვა ფლანგზე ბრძოლით. ვაგრძელებ ბრძოლას, ვაგრძელებ შრომას, ხელმისაწვდომი ვარ თითოეული ჩვენი გულშემატკივრისთვის, თუ არა გულშემატკივრისთვის, იმ მხარდაჭერის ფარგლებში. არ...
ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება ელექტრონული საშუალებით უნდა მიეცეს პრეზიდენტი, - ამის შესახებ  საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფორუმზე „ქართული დიასპორა საქართველოს ევროპული მომავლისთვის“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით,  საზღვარგარეთ მილიონობით ქართველი იმყოფება, თუმცა, არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ათასობით ადამიანი ახერხებს. „სანამდე უნდა იყოს, რომ ჩვენ გვყავდეს მილიონზე მეტი ადამიანი უცხოეთში და არჩევნებში მონაწილეობდეს მხოლოდ რამდენიმე ათასი ადამიანი. დღეს, არსებობს არჩევნებში მონაწილეობის მიღების ელექტრონული...
საბურთალოს რაიონში, ზალდასტანიშვილების ქუჩა N4-ის მიმდებარედ არსებული სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა. როგორც გამგეობაში აცხადებენ, ინფრასტრუქტურული პროექტის შედეგად, მოეწყო LED განათების სისტემა, საფეხმავლო ბილიკები, დამონტაჟდა ბავშვებისათვის სხვადასხვა სახის ატრაქციონები, ტრენაჟორები და ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურა განთავსდა. ასევე, ჩატარდა გამწვანების სამუშაოებიც. "პროექტი, საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანია „ტაომ“ შეასრულა და ბიუჯეტიდან 307 428 ლარი დაიხარჯა", - განმარტავენ საბურთალოს გამგეობაში. https://www.facebook.com/DistrictofSaburtalo/posts/pfbid025XAZTujRMeihunrdmuQeE6tCysUMEznH6bAQpdRPLx7wL4Lnkk9arkoPC9J1tqY3l
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საქაშეთში საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის ტენდერი მეორედ გამოცხადდა. აღნიშნული ბაღის მშენებლობა გასულ წელს დაიწყო და მიმდინარე წლის იანვარში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ტენდერში შერჩეულმა კომპანიამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა და ამ დრომდე ბაღის მშენებლობა გაჩერებულია. ახალი ტენდერის მიხედვით სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 782 280 ლარია გათვალისწინებული. შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 დღის ვადაში უნდა დაასრულოს. პროექტის მიხედვით საბავშვო ბაღი 50 აღსაზრდელზეა...
ბორჯომის საბავშვო ბიბლიოთეკის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ბორჯომის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, სრულად განახლდება შენობის ფასადი. შეიცვლება საკომუნიკაციო სისტემა, კარ-ფანჯარა, მოეწყობა სახანძრო სიგნალიზაცია, შენობა გადაიხურება ახალი სახურავით. ასევე, გარემონტდება ოთახები. საბავშვო ბიბლიოთეკის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 189 500 ლარია გამოყოფილი. "ბორჯომში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი - საბავშვო ბიბლიოთეკის რეაბილიტაცია განხორციელდება. ეს იყო მოძველებული სივრცე, ამიტომ, სრულად განახლდება შენობა, რათა ბავშვებმა კომფორტულ...
გელათის სამონასტრო კომპლექსის დროებით გადახურვის პროცესს იუნესკო-ს ექსპერტთა ორი ჯგუფი დააკვირდება. სპეციალისტები დილიდან გელათში იმყოფებიან და ძეგლის მდგომარეობას სწავლობენ. უცხოელი ექსპერტები ქართველი სპეციალისტების მიერ დროებითი გადახურვისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს შეაფასებენ და ამის მიხედვით გასცემენ კონკრეტულ რეკომენდაციებს.

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ