ბათუმის საკრებულოში თავმჯდომარის მოადგილეები აირჩიეს

489

წინა სტატია

ბათუმის საკრებულოში თავმჯდომარის მოადგილეები აირჩიეს.

პირველი მოადგილე დამოუკიდებელი დეპუტატი, ირაკლი თავდგირიძე გახდა. თავდგირიძე ბათუმის საკრებულოში გიორგი გახარიას პარტიიდან შევიდა, თუმცა, პარტია მალევე დატოვა.

ასევე, თავმჯდომარის მოადგილეებად დაამტკიცეს „ქართული ოცნების“ წევრები: ნატალია ზოიძე და ზურაბ ნაკაიძე. მმართველი გუნდის წევრები აცხადებენ, რომ აღნიშნულით ბათუმის საკრებულოში ხელოვნური კრიზისისა და ქაოსის შექმნის მცდელობა დასრულდა.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე გახდა.