ხაშურში ზემო სერის ტყე-პარკის აღდგენა იგეგმება.
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, სამუშაოების პირველი ეტაპის განხორციელება მიმდინარე წელს იგეგმება.
“ზემო სერის ტყე-პარკი უფროსი თაობის ყველა ხაშურელის მეხსიერებაში საპატიო და სასიამოვნო ადგილს იკავებს, როგორც ულამაზესი ადგილი დასვენებისა და გართობისთვის. შესაბამისად, მისი აღდგენა ხაშურის მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობის სურვილია. მუნიციპალიტეტი გეგმავს ტყე-პარკის რეაბილიტაციას. პროექტი მომავალ წელსაც გაგრძელდება და საბოლოოდ, ტყე-პარკი კვლავ გადაიქცევა ხაშურელთათვის საყვარელ ადგილად დასვენებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის რეალიზაციისთვის”, – ნათქვამია ხაშურის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც ხაშურის მერიაში განმარტავენ, რეაბილიტაციის გეგმის შემუშავებაში მოქალაქეების რეკომენდაციებსაც გაითვალისწინებენ.