საბურთალოს რაიონში, ზალდასტანიშვილების ქუჩა N4-ის მიმდებარედ არსებული სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა.
როგორც გამგეობაში აცხადებენ, ინფრასტრუქტურული პროექტის შედეგად, მოეწყო LED განათების სისტემა, საფეხმავლო ბილიკები, დამონტაჟდა ბავშვებისათვის სხვადასხვა სახის ატრაქციონები, ტრენაჟორები და ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურა განთავსდა. ასევე, ჩატარდა გამწვანების სამუშაოებიც.
“პროექტი, საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანია „ტაომ“ შეასრულა და ბიუჯეტიდან 307 428 ლარი დაიხარჯა”, – განმარტავენ საბურთალოს გამგეობაში.
https://www.facebook.com/DistrictofSaburtalo/posts/pfbid025XAZTujRMeihunrdmuQeE6tCysUMEznH6bAQpdRPLx7wL4Lnkk9arkoPC9J1tqY3l