კარალეთის N1 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მესამე წელია დაუსრულებელია

247

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში, პირველი საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მესამე წელია ვერ დასრულდა. ამის გამო, ბავშვების ის თაობა, რომელსაც სამი წელი ბაღში უნდა გაეტარებინა სექტემბრიდან პირდაპირ სკოლაში მივა. ინფორმაციას qartli.ge ავრცელებს.

საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია 2020 წლის ივნისში დაიწყო და 6 თვეში, 2020 ნოემბერში უნდა დასრულებულიყო. კომპანია “აღმაშენებელი 2012-მა” თანხის 95% აითვისა.

კარალეთის თემის წარმომადგენელი მამუკა ბაზანდრაშვილი აცხადებს, რომ საბავშვო ბაღის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, უკმაყოფილო მოსახლეობა მასაც აკითხავს.

როგორ. ირკვევა, გორის მერიამ საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის მიზნით, ტენდერი კიდევ ერთხელ გამოცხადა. მერიამ დამატებითი თანხები გამოყო. რა სანქციები გატარდება კომპანიის მიმართ, ჯერ უცნობია.