კასპის სოფელ ხოვლეში სკვერის რეაბილიტაციას 176 667 ლარი მოხმარდება

494

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში სკვერის რეაბილიტაციას 176 667 ლარი მოხმარდება. სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია “ახალ ჭიათურა” შეასრულებს.

“სკვერში სავალ ბილიკებზე ფილები დაიგო. ასევე, მოეწყო მწვანე საფარი და დამონტაჟდა გარეგანათების ლამპიონები. სამუშაოების დასრულების შემდეგ სკვერში განთავსდება ურნები და სკამები”, – განმარტავენ კასპის მერიაში.

მათივე ცნობით, სოფლის ცენტრში მდებარე სკვერი მოსახლეობის დასვენების ერთადერთი სივრცეა და აუცილებელ განახლებას საჭიროებდა.