ქობულეთის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე სოფლის მხარდაჭერის პროგრამა დაამტკიცეს. პროგრამისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 846-ათასი ლარი გამოიყო. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
მანამდე კი მერიის წარმომადგენლები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის საჭიროებებზე მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავდნენ. მოსახლეობამ მთავარ პრობლემად ინფრასტრუქტურული საკითხები დააყენა.
ამასთან, სხდომაზე ჯანდაცვის და სოციალური მიმართულების კომისიის ახალ თავმჯდომარედ, ფარული კენჭისყრით, თეა მოწყობილი აირჩიეს.
პარტია ''საქართველოსთვის'' წევრებმა საკრებულოზეც დააყენეს საკითხი, რომ სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პრობლემა...
სკოლის მოსწავლეები ექსტერნით გამოცდას აღარ ჩააბარებენ. შესაბამისი დადგენილება განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა უკვე დაამტკიცა.
დადგენილების მიხედვით, 2021-2022 სასწავლო წელს საბაზო და საშუალო საფეხურის ის მოსწავლეები, რომლებმაც სასწავლო წლის განმავლობაში გააცდინეს კონკრეტული საგნისთვის დათმობილი საათების 30 პროცენტი, შეფასდებიან შემაჯამებელი – კომპლექსური დავალებებით.
ახალი დადგენილების მიხედვით მოსწავლე შემაჯამებელი/კომპლექსური დავალებით შეფასდება და მას ექსტერნის გამოცდის ჩაბარება აღარ მოუწევს.
„შემაჯამებელ/კომპლექსურ დავალებაში მიღებული ქულა იქნება საგნის წლიური...
რუსთავის ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია 6 ივნისს დაიწყება.
რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, 6 ივნისს 10:00-დან 18:00 საათამდე რეგისტრაციას გაივლიან უპირატესად ჩასარიცხი, პრიორიტეტით მოსარგებლე ბავშვები:
ა) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები (პირი, რომელსაც თანატოლებთან შედარებით აქვს სიძნელე სწავლაში და რომლისთვისაც საჭიროა სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის (პროგრამის) მოდიფიცირება ან/და სასწავლო გარემოსთან ადაპტაცია ან/და ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა და განხორციელება) წარმოსადგენი დოკუმენტი: ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომლითაც...
2022 წლის 1 იანვრიდან დღემდე, რუსთავში უკანონო მშენებლობის 13 ფაქტი გამოვლინდა. ინფორმაციას ინფორუსთავი ავრცელებს.
როგორც რუსთავის მუნიციპალურ ინსპექციაში აცხადებენ, აქედან 11 შემთხვევაში ფიზიკური, 2 შემთხვევაში კი იურიდიული პირი ეწეოდა უკანონო მშენებლობას. სამართალდამრღვევები 6 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდნენ. ხოლო 1 შემთხვევაში, მეპატრონემ შენობა-ნაგებობას დემონტაჟი ჩაუტარა.
როგორც მუნიციპალურ ინსპექციაში აცხადებენ, 7 საქმეზე გრძელდება სამართალწარმოება.
შეგახსენებთ, უნებართვო მშენებლობა ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა და ფიზიკური თუ იურიდიული პირის...
"სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამით" გათვალისწინებულ აგრობარათს მოქალაქეების გარკვეული ნაწილი ვერ იღებს. ინფორმაციას რადიო ჰერეთი ავრცელებს.
გლეხები ამბობენ, რომ აგრობარათს ვერ იღებენ ის მოქალაქეები, რომლებსაც მიწა საკუთრებაში არ აქვთ დარეგისტრირებული. ამის შესახებ, რადიო ჰერეთს მიწების ფაქტობრივმა მფლობელებმა თავად შეატყობინეს. ფერმერების ნაწილი, მიწის რეალური მფლობელია, წლების განმავლობაში ამუშავებს, თუმცა, საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, მიწა საკუთრებაში არ აქვს.
"მე არ...
ბიზნესის გამო დაწყებული დავა წალენჯიხაში ქართული ოცნების წევრებს შორის საქმის გარჩევაში გადაიზარდა. ინფორმაციას რადიო ჰერეთი ავრცელებს.
“ქართული ოცნების” დეპუტატი წალენჯიხის საკრებულოდან დავით ბელქანია და პარლამენტის ყოფილი წევრი ქართული ოცნებიდან, დღეს კი, წალენჯიხაში პარტია “ქართული ოცნების” ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგა გულორდავა დაუპირისპირდნენ, მმართველი პარტიის აქტიურ მხარდამჭერსა და აქტივისტს – მერაბ კვარაცხელიას, რომლის ძმაც საკრებულოში გახარიას პარტიას წარმოადგენს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირების მიზეზი წალენჯიხის ცენტრში...
მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას სახელობის ახალგაზრდული ცენტრის, საპრეზიდენტო ბიბლიოთეკისა და მუზეუმის მშენებლობისთვის ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 18 165 854 ლარია. ცნობილია ისიც, რომ აღნიშნული თანხა იმ სესხის ნაწილია, რომელიც საქართველოს მთავრობამ აზიის განვითარების ბანკისგან "საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამა თანაბარი განვითარებისთვის" პროგრამის განსახორციელებლად აიღო.
ტენდერში წინადადებების მიღება 18-დან 22 ივნისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. გამარჯვებულმა...
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ტირძნისი-დიცი-ერედვი-ხეითის საავტომობილო გზის, ტირძნისი-დიცის 5.6 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3.5 მლნ. ლარამდეა.
სარეაბილიტაციო მონაკვეთი გორის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და გზის ძირითადი ნაწილი მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე გადის.
უწყების ცნობით, სარეაბილიტაციო მონაკვეთი საერთაშორისო მნიშვნელობის გორი-ცხინვალი-გუფთა-ჯავა-როკის გზასთან, სოფელ ტირძნისიდან იწყება და აკავშირებს სოფელ დიცთან, რომელიც დროებითი საოკუპაციო...
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, სსიპ ფინანსთა სამინისტროს აკადემიასთან თანამშრომლობით, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებისა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალებისთვის, სასწავლო ტრენინგში „მეწარმეობის პრაქტიკული კურსი - როგორ დავიწყოთ ბიზნესი“ მონაწილეობის მისაღებად კონკურსს აცხადებს.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, სასწავლო ტრენინგი მიზნად მეწარმეობის შესახებ თეორიული ცოდნის ამაღლებასა და ბიზნესის...
ჩვენს ერთ-ერთ პრიორიტეტს მაგისტრალური გზების მშენებლობა წარმოადგენს. კერძოდ, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი, რომელიც უმნიშვნელოვანესი მონაკვეთია, ეს არის საერთაშორისო მარშრუტი, რომელიც საფრანგეთის ქალაქ ბრესტიდან იწყება და ჩინეთის საზღვრამდეა გადაჭიმული, - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ, ჟურნალისტებთან საგზაო ინფრასტრუქტურაზე საუბრისას.
მისი თქმით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მონაკვეთი, წითელი ხიდი - სადახლო, სადაც არის საზღვრები აზერბაიჯანთან და სომხეთთან, უკვე აკავშირებს როგორც ფოთის პორტს ასევე თურქეთს სარფის...
ლევან ხაბეიშვილმა ჩემს მიერ მიცემული განმარტებების შემდეგ ფაქტები არც კი გადაამოწმა, პროკურატურას მიმართა და ამის უფლება ყველას აქვს, მაგრამ საჯარო განცხადებაში ისევ ცრუ, დაუსაბუთებელი და უარგუმენტო ბრალდებები წამოაყენა - თუ ლევან ხაბეიშვილი საჯარო სივრცეში ჩემი მისამართით ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებას გააგრძელებს, მე დავრწმუნდები, რომ მისი ერთადერთი ამოცანა ჩემი პატივისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვაა და, რა თქმა უნდა, ჩემს უფლებებს კანონით მონიჭებული,...
თბილისის მერიის ინფორმაციით, ქეთევან დედოფლის გამზირზე შემდეგი ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. საგზაო სამუშაოებთან დაკავშირებით, დღეიდან, სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შესაძლებელი იქნება თელავის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში და შემდგომ ბოჭორმის ქუჩის მიმართულებით.
რეაბილიტაციის განმავლობაში, მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ მომავალ სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ, თელავის ქუჩის შემდეგ ბოჭორმის ქუჩაზე, ხოლო ბოჭორმის ქუჩიდან ლეხ კაჩინსკისა და იალბუზის ქუჩების მიმართულებით. მეტროსადგურ „ავლაბარიდან“ მომავალი სატრანსპორტო საშუალებებისთვის შეზღუდული...
წინა სტატია
ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს უფროსის, ავთანდილ გალდავას განცხადებით, თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი სუიციდის შედეგად არის გარდაცვლილი. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ელოშვილის სახლთან განუცხადა, სადაც ექსპერტ-კრიმინალისტები საგამოძიებო მოქმედებებს აგრძელებენ.
"დანაშაულის ნიშნები არ არის, სუიციდთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა ავთანდილ გალდავამ.
თბილისის მერმა კახა კალაძემ მისი მოადგილის, ილია ელოშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
"ძალიან მიჭირს უდიდეს ტრაგედიაზე სიტყვების მოძებნა... შეუძლებელია გადმოვცე ის...
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ილია ბურჯანაძემ, დაბა აგარაში რამდენიმე შიდა ქუჩის მოხრეშვა-მოასფალტება მოითხოვა.
მისი თქმით, აგარაში რამდენიმე ქუჩა ძალიან დაზიანებულია და გადაადგილების პრობლემას წარმოადგენს.
“მაგალითად, ქარხანისკენ მიმავალი შიდა ქუჩები, სადაც მუშები ყოველ ღამით გადადგილდებიან. ეს საკითხი წინა სხდომებზეც დავაყენე. იქნება მოხდეს ამ საკითხის გათვალისწინება, ახლა თუ არა შემდეგში მაინც, მითუმეტეს რომ ლაპარაკია მცირე ზომის მონაკვეთებზე”, – განაცხადა ბურჯანაძემ.
ოპოზიციონერი დეპუტატის თხოვნას, ქარელის...
“ვის რად უნდა სკვერი, წყალი მოაწესრიგონ, არის უბნები საუკუნეა წყალი არ უნახავთ”, – ასე გამოეხმაურა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქე გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ სოფელში სკვერის განახლებისთვის მერიამ 176 667 ლარი დახარჯა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
მოსახლეობის დიდი ნაწილი ამბობს, რომ სოფელ ხოვლეში მაცხოვრებელთათვის პრიორიტეტული წყლის პრობლემაა.
“ვფიქრობ სასმელი წყალი და გრაკლის გზა იყო პრიორიტეტული. მთელი ხოვლე სკვერია...
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ქალაქ მარნეულში სამხედრო ქალაქში სტადიონის, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სავარჯიშო ტრენაჟორებისა, საბავშვო ატრაქციონების რეაბილიტაციისა და გამსახურდიას ქუჩაზე ხელოვნურსაფარიანი კომბინირებული მინისაფეხბურთო მოედნის რეაბილიტაციის სამუშოების შესყიდვისათვის 259 900 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.
ყოფილი სამხედრო ქალაქი N1-ის დასახლების, N7 კორპუსის მიმდებარედ, მინისტადიონის რეაბილიტაციისა და სკვერის მოწყობის პროექტით ჩატარდება სადემონტაჟო, სამონტაჟო სამუშაოები.
"სადემონტაჟო სამუშაოების ფარგლებში, მოიხსნება სტადიონის დაზიანებული ღობის მავრთულბადე და საფარი, დაზიანებულ...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































