დანაშაულის ნიშნები არ არის, სუიციდთან გვაქვს საქმე – ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს უფროსი თბილისის ვიცემერის გარდაცვალებაზე

469

წინა სტატია

ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს უფროსის, ავთანდილ გალდავას განცხადებით, თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი სუიციდის შედეგად არის გარდაცვლილი. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ელოშვილის სახლთან განუცხადა, სადაც ექსპერტ-კრიმინალისტები საგამოძიებო მოქმედებებს აგრძელებენ.

“დანაშაულის ნიშნები არ არის, სუიციდთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა ავთანდილ გალდავამ.

თბილისის მერმა კახა კალაძემ მისი მოადგილის, ილია ელოშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

“ძალიან მიჭირს უდიდეს ტრაგედიაზე სიტყვების მოძებნა… შეუძლებელია გადმოვცე ის მდგომარეობა, თუ როგორ ვგრძნობ თავს ილიას დაკარგვის გამო… დავკარგე მეგობარი და ძვირფასი ადამიანი, რომელსაც თვალდახუჭული ვენდობოდი ნებისმიერ საკითხში, დავკარგეთ კაცი, რომელსაც უამრავი ადამიანის პრობლემა გულთან მიჰქონდა და ეხმარებოდა, ყველას ბოლომდე გვერდში ედგა. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს. ამ ტკივილს ვეღარაფერი ამოავსებს. ღმერთმა გაანათლოს მისი სული”, – წერს კახა კალაძე.

გარდაცვლილის ცხედარი ცოტა ხნის წინ ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს.