2022 წლის 1 იანვრიდან დღემდე, რუსთავში უკანონო მშენებლობის 13 ფაქტი გამოვლინდა

475

2022 წლის 1 იანვრიდან დღემდე, რუსთავში უკანონო მშენებლობის 13 ფაქტი გამოვლინდა. ინფორმაციას ინფორუსთავი ავრცელებს.

როგორც რუსთავის მუნიციპალურ ინსპექციაში აცხადებენ, აქედან 11 შემთხვევაში ფიზიკური, 2 შემთხვევაში კი იურიდიული პირი ეწეოდა უკანონო მშენებლობას. სამართალდამრღვევები 6 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდნენ. ხოლო 1 შემთხვევაში, მეპატრონემ შენობა-ნაგებობას  დემონტაჟი ჩაუტარა.

როგორც მუნიციპალურ ინსპექციაში აცხადებენ, 7 საქმეზე გრძელდება სამართალწარმოება.

შეგახსენებთ, უნებართვო მშენებლობა ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა და ფიზიკური თუ იურიდიული პირის დაჯარიმებას ექვემდებარება. ჯარიმის ოდენობა 6 000 ლარითაა განსაზღვრული. რუსთავში უკანონო მშენებლობების შემოწმებას, მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები ახორციელებენ.