მარნეულში ორი სტადიონის რეაბილიტაცია იგეგმება

416

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ქალაქ მარნეულში სამხედრო ქალაქში სტადიონის, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სავარჯიშო ტრენაჟორებისა, საბავშვო ატრაქციონების რეაბილიტაციისა და გამსახურდიას ქუჩაზე  ხელოვნურსაფარიანი კომბინირებული მინისაფეხბურთო მოედნის რეაბილიტაციის სამუშოების შესყიდვისათვის 259 900 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.

ყოფილი სამხედრო ქალაქი N1-ის დასახლების, N7 კორპუსის მიმდებარედ, მინისტადიონის რეაბილიტაციისა და სკვერის მოწყობის პროექტით ჩატარდება სადემონტაჟო, სამონტაჟო სამუშაოები.

“სადემონტაჟო სამუშაოების ფარგლებში, მოიხსნება სტადიონის დაზიანებული ღობის მავრთულბადე და საფარი, დაზიანებულ ტრენაჟორს ჩაუტარდება დემონტაჟი, სამონტაჟო სამუშაოების მიხედვით, განახლდება მინისტადიონის ღობე საფარი ტრიბუნები, კალათბურთის,ფარები. სკვერში მოეწყობა ბილიკები, დასასვენებელი სივრცეები, საბავშვო გასართობი მოედანი, რომელზეც განთავსებული იქნება აღდგენილი ატრაქციონები, მოედანი შემოსაზღვრული იქნება კაუჩუკის ბორდიურით, მოეწყობა მწვანე საფარები, დაირგვება ორი სახის ხე-მცენარე დეკორატიული წითელი ტყემალი და ცრუ აკაცია, სკვერში ასევე მოეწყობა განათება ლამპიონების სახით”, – ვკითხულობთ სატენდერო დოკუმენტაციაში.

გამსახურდიას ქუჩაზე მინისტადიონის რეაბილიტაციისა და სკვერის მოწყობის პროექტით აღნიშნულ ადგილზე ჩატარდება სადემონტაჟო, სამონტაჟო სამუშაოები. სადემონტაჟო სამუშაოების ფარგლებში მოიხსნება მინისტადიონის დაზიანებული ფრაგმენტები, ასევე, მისი საფარი და დაზიანებული led სანათები, მოიხსნება მიწის საფარის გარკვეული სიმაღლე სამონტაჟო სამუშაოების მოსამზადებლად. სამონტაჟო სამუშაობის მიხედვით მოეწყობა კაუჩუკისა და ბილიკის დეკორატიული საფარი, კაუჩუკის ბორდიულები, განახლდება სტადიონის ღობე, ტრიბუნები, led სანათები და არსებული ტრენაჟორები.

მსურველებს ტენდერში მონაწილეობის მიღება 10-13 ივნისის პერიოდში შეეძლებათ.  გამარჯვებული ვალდებული იქნება სამუშაოები მარნეულის მერიას ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარულ დღეში ჩააბაროს.