წინა სტატია წალკის კანიონზე შესვლა გაძვირდა, თუმცა, ქართველი და უცხოელი დამთვალიერებლებისთვის წალკის კანიონზე შესასვლელად ბილეთის ფასი განსხვავებულია. ვიზიტორთა ცენტრის ინფორმაციით, "ბრილიანტის ხიდზე“ გასერინება და კანიონზე ჩასვლა 3 წლამდე დამთვალიერებლებისთვის უფასოა, 3–დან 12 წლამდე ბავშვებისთვის 19 ლარი ეღირება. 12 წლის ზევით მოქალაქეებს კი 29 ლარის გადახდა მოუწევს. რაც შეეხება სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ ადამიანებს, 3–12 წლამდე პირები 34 ლარს გადაიხდიან, 12 წლის ზევით კი...
რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ ახალი სამსახურის - მუნიციპალური ინსპექციის პრეზენტაცია წარადგინა. რუსთავის მერიის ინფორმაციით, სამსახურის სტრუქტურული რებრენდინგი, ავტოპარკის და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა, საქართველოს პარლამენტსა და ქალაქის საკრებულოში შეტანილი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი - ეს ის სამი ეტაპია, რომლის მეშვეობითაც, რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ბაზაზე, სრულიად ახალი, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი მუნიციპალური სამსახური შეიქმნა. “განხორციელებული რეფორმები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მუნიციპალურ სერვისებს, რომლებიც ორიენტირებულია თითოეულ რუსთაველზე. მუნიციპალური ინსპექცია...
წინა სტატუა მელიქიშვილის ქუჩაზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ვარაზისხევისა და მელიქიშვილის ქუჩის კვეთიდან კოსტავას ქუჩისა და მელიქიშვილის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება დროებით შეიზღუდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, შეზღუდვა 18 ივნისის 00:00 საათიდან ამოქმედდება. „სამუშაოების განმავლობაში, სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება კეკელიძის ქუჩიდან და ჭავჭავაძის გამზირიდან ვარაზისხევის მიმართულებით, ხოლო ვარაზისხევზე სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ ორივე მიმართულებით. ვარაზისხევიდან გადაადგილება შესაძლებელი, როგორც მტკვრის...
ქარელის ცენტრში სარეაბილიტაციო სამუშაოები ზაფხულის ბოლომდე უნდა დასრულდეს, – ამის შესახებ ქარელის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ნათია მაწონაძემ ისაუბრა. ინფორმაციას რადიო მოზაიაკა ავრცელებს. ასევე, მაწონაძე გამოეხმაურა, ოპოზიციური პარტიის “საქართველოსთვის” წევრის ვასილ ბაქრაძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ჯობდა ჯერ შიდა გაყვანილობის მოწყობა და შემდეგ ასფალტის დაგება. “რამდენადაც გვაქვს ინფორმაცია, სამუშაოები დასრულდება აგვისტოს თვის შუა რიცხვებამდე. ასფალტის საფარი კი, დაუბრუნდება თავდაპირველ სახეს. ასევე, განვმარტავთ,...
კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ ნაგავმზიდის შესაძენად 426 178 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. “წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტი ნაგავმზიდი 4X2-ზე თვლების ფორმულით, შემოთავაზებული საქონელი უნდა იყოს ახალი, ექსპლუატაციაში არმყოფი, ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და განბაჟებული", - ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.
გორში ანტონოვისა და სააკაძის ქუჩების რეაბილიტაცია იგეგმება. გორის მერიის ინფორმაციით, ორივე ქუჩის სარეაბილიტაციო პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით, გორის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა (ერთი შესყიდვა). "ტენდერის სავარაუდო ღირებულება 718 970 ლარია. ანტონოვის ქუჩა, რომელის სიგრძეც 380 მეტრია, თამარ მეფისა და სტალინის გამზირებს აკავშირებს. ქუჩაზე იგეგმება ტრანსპორტის სავალი ნაწილის, ტროტუარების, მიერთებების, ეზოებში შესასვლელებისა და სანიაღვრე სისტემის მოწყობა. რაც შეეხება სააკაძის ქუჩას, მისი...
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული თანამდებობის პირია,- ამის შესახებ ბათუმის საკრებულოს წევრმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” რეზო ხარაზმა ბრიფინგზე განაცხადა. იგი სახელმწიფო აუდიტის მიერ პარლამენტში ანგარიშის წარდგენას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აჭარაში თორნიკე რიჟვაძეს კორპუმპირებული გუნდი ჰყავს. რეზო ხარაზი ამბობს, რომ მაღალჩინოსნების დანაშაული სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში გამოიკვეთა და საკითხით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს. “პარლამენტში აუდიტის სამსახურმა ანგარიში წარადგინა, რომლის მიხედვით აუდიტის 19...
თბილისი მერიის ინფორმაციით, გლდანის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. ამჯერად, ზაჰესში, შოთაძის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო. მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, დაახლოებით, 475 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელი ეწყობა, 936 გრძივ მეტრზე კი წყალარინების ქსელი იცვლება. სამუშაოების შემდეგ, დაახლოებით, 3 500 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება. სანიაღვრე ქსელისა და გზის საფარის მოწყობისთვის 415 900 ლარი დაიხარჯება. მიმდინარე სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი...
წინა სტატია შემდეგი სტატია ქუთაისის მერიის შენობა იყიდება, თუმცა ადგილობრივ თვითმმართველობაში ჯერ არ იციან სად გააგრძელებენ მუშაობას. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს. გამოცემის ვნობით, განიხილება რამდენიმე ალტერნატიული ადგილი, სადაც, შესაძლოა მერია, საკრებულო და სამხარეო ადმინისტრაცია განთავსდეს. ერთ-ერთი ვერსიით, მერია და საკრებულო, შესაძლოა, კონტროლის პალატის, ხოლო, სამხარეო ადმინისტრაცია - საგზაო დეპარტამენტის შენობაში გადავიდეს. ასევე, ერთ-ერთ ალტერნატივად მოიაზრება წინა მთავრობის მიერ აშენებული მთავრობის სახლის ყოფილი...
წყალტუბოში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის მშენებლობა იგეგმება. მუნიციპალური განვითარების ფონდმა შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად საჭირო პროექტის შედგენაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პროექტისთვის ჯამში 4 000 000 ლარი დაიხარჯება, პირველ ეტაპზე კი, რაც მშენებლობის პროექტის შედგენას გულისხმობს, 1 859 746 ლარია გათვალისწინებული. პროექტის ფარგლებში, ადგილზე უნდა მოეწყოს ხელოვნურსაფარიანი მოედანი, გასახდელები და მაყურებელთა ტრიბუნა. ელექტრონული შესყიდვის მთავარი პირობაა, რომ მშენებლობის პროექტიც და ამავე...
"იზოლაციისა და კარანტინის წესების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში 14 ივნისს ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც, დღეიდან, 15 ივნისიდან, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში ყველა კოვიდრეგულაცია მოიხსნა. კერძოდ, მათ საქართველოში შემოსასვლელად კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია და Pჩღ ტესტი აღარ სჭირდებათ. როგორც დადგენილებაში ვკითხულობთ, რომ „უცხოეთიდან ჩამოსული ნებისმიერი პირი (მოქალაქეობის მიუხედავად) ნებისმიერი ქვეყნიდან გამომგზავრებისას საქართველოს ტერიტორიაზე საზღვრის კვეთისას თავისუფლდება კოვიდვაქცინის სრული კურსის დამადასტურებელი დოკუმენტის ან ვიზიტამდე ბოლო...
გორის მერიის აუდიტის სამსახურის თანამშრომლებს თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადებების დაწერას სთხოვენ.  “რადიო მოზაიკას” ინფორმაციით, განცხადებების დაწერა სამსახურის ყველა თანამშრომელს, რეორგანიზაციის ოფიციალურად გამოცხადებისთანავე, მოსთხოვეს. აღსანიშნავია, რომ პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა უკვე დატოვა სამსახურის უფროსმა, თამარ ზურაბაშვილმა. “პირადი განცხადების დაწერა არის ადამიანის გათავისუფლების საფუძველი, რაც ყველა დაქირავებულს უნდა ახსოვდეს. თუმცა იმისთვის, რომ თავიდან ავირიდოთ ამ განცხადების იძულებით დაწერა, აუცილებელია, მოხდეს მოკვლევა, თუ რატომ,...
ქალაქ თელავში, ჩოხელისა და ბახტრიონის ქუჩებს შორის არსებული ხევის მიმდებარე ტერიტორიაზე ურბანული განახლებისა და მრავალფუნქციური რეკრეაციული სივრცეების მოწყობის მიზნით სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი აღნიშნული ბაღის სრულ რეაბილიტაციას და ახალი პარკის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობას ითვალისწინებს. "რეაბილიტაციის ფარგლებში დაგეგმილია სპორტული, საბავშვო, გასართობი სივრცეების მოწყობა. პარკი სრულად ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის. სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებისთვის, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს...
მიმდინარე წლის 10 მაისიდან სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში, 132 729 ფერმერმა აგრობარათი უკვე გააქტიურა. "სპეციალიზებულ სავაჭრო ობიექტებში უკვე განაღდებულია 11 390 867 ლარი. აგრობარათებზე დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადა 2022 წლის 30 ნოემბერია. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სუბსიდიას იღებენ 0.25 ჰა-დან - 1.25 ჰა-ის ჩათვლით მიწის მესაკუთრეები/თანამესაკუთრეები, 1 ჰა-ზე...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების 800 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტს საქართველოს მთავრობა 4.1 მილიონი ლარით აფინანსებს. პროექტის მიხედვით, სარეაბილიტაციო სკოლაში მოეწყობა საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდება გათბობის, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები. სკოლა სრულად იქნება ადაპტირდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. ,,მუნიციპალური...
გორში ქართლისა და გურამიშვილის ქუჩებზე გარემოვაჭრეებს უნებართვოდ განთავსებული დახლების და მსუბუქი კონსტრუქციებისგან ასაშლელად გორის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა 7 დღიანი ვადა მისცა. უწყების ინფორმაციით, მერიის თანამშრომლებმა გარემოვაჭრეებს, სამუშაოდ ალტერნატიული ფართები ქალაქის სხვადასხვა ბაზრებში შესთავაზეს, სადაც ისინი სპეციალური შეღავათებითაც ისარგებლებენ. “გარევაჭრობისას, გარდა იმისა რომ ირღვევა კანონი, მახინჯდება ქალაქის იერსახე, ქუჩები ნაგვიანდება და გაუვალი ხდება. გადაადგილებისას პრობლემები ექმნებათ როგორც ფეხით მოსიარულეებს, ასევე სატრანსპორტო საშუალებებს...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ