ქარელის ცენტრში სარეაბილიტაციო სამუშაოები ზაფხულის ბოლომდე უნდა დასრულდეს, – ამის შესახებ ქარელის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ნათია მაწონაძემ ისაუბრა. ინფორმაციას რადიო მოზაიაკა ავრცელებს.
ასევე, მაწონაძე გამოეხმაურა, ოპოზიციური პარტიის “საქართველოსთვის” წევრის ვასილ ბაქრაძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ჯობდა ჯერ შიდა გაყვანილობის მოწყობა და შემდეგ ასფალტის დაგება.
“რამდენადაც გვაქვს ინფორმაცია, სამუშაოები დასრულდება აგვისტოს თვის შუა რიცხვებამდე. ასფალტის საფარი კი, დაუბრუნდება თავდაპირველ სახეს. ასევე, განვმარტავთ, რომ გზების დეპარტამენტის მიერ ასფალტის საფარის დაგება მოხდა მხოლოდ იმ ტერიტორიაზე სადაც არ საჭიროებს გზის გადაჭრას. შესაბამისად, თანხების არამიზნობრივი ხარჯვის არც მერიის და არც სახელმწიფო უწყების მხრიდან არ ხორციელდება”, – განაცხადა ნათია მაწონაძემ, ქარელის მერის მოადგილემ.
მაწონაძის განმარტებით, სამუშაოებს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ტენდერში გამარჯვებული კომპანია ასრულებს.