გორში ანტონოვისა და სააკაძის ქუჩების სარეაბილიტაციოდ ტენდერი გამოცხადდა

485

გორში ანტონოვისა და სააკაძის ქუჩების რეაბილიტაცია იგეგმება. გორის მერიის ინფორმაციით, ორივე ქუჩის სარეაბილიტაციო პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით, გორის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა (ერთი შესყიდვა).

“ტენდერის სავარაუდო ღირებულება 718 970 ლარია. ანტონოვის ქუჩა, რომელის სიგრძეც 380 მეტრია, თამარ მეფისა და სტალინის გამზირებს აკავშირებს. ქუჩაზე იგეგმება ტრანსპორტის სავალი ნაწილის, ტროტუარების, მიერთებების, ეზოებში შესასვლელებისა და სანიაღვრე სისტემის მოწყობა.

რაც შეეხება სააკაძის ქუჩას, მისი სიგრძე 509 მეტრია. აღნიშნულ ქუჩაზე მოეწყობა ტრანსპორტის სავალი ნაწილი, ტროტუარები და სანიაღვრე სისტემა”,- განმარტავენ მერიაში.