“იზოლაციისა და კარანტინის წესების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში 14 ივნისს ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც, დღეიდან, 15 ივნისიდან, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში ყველა კოვიდრეგულაცია მოიხსნა. კერძოდ, მათ საქართველოში შემოსასვლელად კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია და Pჩღ ტესტი აღარ სჭირდებათ.
როგორც დადგენილებაში ვკითხულობთ, რომ „უცხოეთიდან ჩამოსული ნებისმიერი პირი (მოქალაქეობის მიუხედავად) ნებისმიერი ქვეყნიდან გამომგზავრებისას საქართველოს ტერიტორიაზე საზღვრის კვეთისას თავისუფლდება კოვიდვაქცინის სრული კურსის დამადასტურებელი დოკუმენტის ან ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის საზღვარზე წარდგენისა და თვითიზოლაციის ვალდებულებისგან.