კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ ნაგავმზიდის შესაძენად 426 178 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.
“წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტი ნაგავმზიდი 4X2-ზე თვლების ფორმულით, შემოთავაზებული საქონელი უნდა იყოს ახალი, ექსპლუატაციაში არმყოფი, ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და განბაჟებული”, – ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.