წალკის კანიონზე შესვლა გაძვირდა – რა ღირს ბილეთი

1334

წინა სტატია

წალკის კანიონზე შესვლა გაძვირდა, თუმცა, ქართველი და უცხოელი დამთვალიერებლებისთვის წალკის კანიონზე შესასვლელად ბილეთის ფასი განსხვავებულია.

ვიზიტორთა ცენტრის ინფორმაციით, “ბრილიანტის ხიდზე“ გასერინება და კანიონზე ჩასვლა 3 წლამდე დამთვალიერებლებისთვის უფასოა, 3–დან 12 წლამდე ბავშვებისთვის 19 ლარი ეღირება. 12 წლის ზევით მოქალაქეებს კი 29 ლარის გადახდა მოუწევს.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ ადამიანებს, 3–12 წლამდე პირები 34 ლარს გადაიხდიან, 12 წლის ზევით კი 49 ლარს. 3 წლამდე ბავშვების შესვლა უფასოა.

ექსტრემალური სპორტის მოყვარულებს ველოსიპედით კანიონზე გადასასვლელად 120 ლარის გადახდა მოუწევთ. ერთ ადგილიანი საქანელა 80 ლარი ღირს, ხოლო სამ ადგილიანი – 150 ლარი.