საქართველოს მთავრობა საპარტნიორო ფონდის შესახებ კანონის გაუქმებას აპირებს. ამის შესახებ მთავრობის დღის წესრიგშია საუბარი. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს. "საქართველოს კანონის პროექტი ,,სააქციო საზოგადოების - საპარტნიორო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ - ნათქვამია საქართველოს მთავრობის 20 ივნისის დღის წესრიგში.  14 ივნისს საპარტნიორო ფონდის დირექტორმა დავით საგანელიძემ BMG-ის განუცხადა, რომ ფონდის რეფორმირების პროცესი ჭიანურდებოდა, თუმცა საკმაოდ მალე ის სწრაფი ტემპებით დაიძრება....
ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გვარაში აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს და „დანერგე მომავალი“ პროექტის ფარგლებში 16 ჰექტარზე ლურჯი მოცვის ბაღი გაშენდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სოფლის მეურნეობის მინისტრთან და ქობულეთის მერთან ერთად მოსავლის აღების და დაბინავების პროცესს გაეცნო. „გვარაში მოწეული პროდუქციის რეალიზება ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე განხორციელდება. დასაქმებულია 30 ადამიანი. 2021-2022 წლებში აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით 91...
მელე-ლასდილის და უშგული-ლასდილის მონაკვეთებზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის გადაადგილება. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ125-კმ157 (მელე-ლასდილი) მონაკვეთსა და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ187-კმ198 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, ქობულეთის მერთან, ლევან ზოიძესთან ერთად სოფელ ლეღვაში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი დაათვალიერა. ბაღი 105 აღსაზრდელზეა გათვლილი. „ქობულეთში 5 საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარებს. მთავრობის თავმჯდომარემ სოფელ ზენითის საჯარო სკოლის ახლად აშენებული სპორტული დარბაზი დაათვალიერა. სპორტული დარბაზი აღჭურვილია თანამედროვე სპორტული ინვენტარით, სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს, რაც მოზარდებს სპორტის სხვადასხვა სახეობაში კომპლექსურად მომზადების შესაძლებლობას მისცემს. 2022 წელს ქობულეთის მუნიციპალიტეტში...
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 18-19 ივნისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის ფარგლებში უკანონო ინსტალაცია აღმართეს. სუს-ის ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი, მოხდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების ინფორმირება. საკითხი მწვავედ დაისმება ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის ფარგლებში, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე. „უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია...
ქუთაისის მერიამ ვასილ კიკვიძის ძეგლის დემონტაჟი გადაწყვიტა. როგორც ირკვევა, მისი აღება იმ სკვერის რეკონსტრუქციის დროს მოხდება, რომელშიც მონუმენტი დგას და რომელიც მის სახელს ატარებს. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს. ქალაქის მერი ამბობს, რომ უნდა დაიწყოს მსჯელობა, იმაზე თუ რისი ან ვისი ხილვა სურთ ქუთაისელებს წითელარმიელი რევოლუციონერის ნაცვლად. "მისი ადგილი იქ არ არის. დავიწყებთ მსჯელობას საზოგადოებასთან, თუ რა წარმოუდგენიათ მის ნაცვლად. ძეგლს, რა...
ქუთაისის მერიის მიერ შექმნილი ახალი ა(ა)იპ-ის "ქუთაისის მუნიციპალური ინსპექციის" ბიუჯეტი, რომლის ჩამოყალიბების აუცილებლობაში ადგილობრივი ხელისუფლება საზოგადოებას ვერ არწმუნებს, 480 000 ლარი იქნება. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს. მუნიციპალური ინსპექცია, რომელიც ზედამხედველობის სამსახურის გაუქმების სანაცვლოდ შეიქმნა, თუმცა, იგივე ფუნქციებს ითავსებს, ბიუჯეტს 480 000 ლარი დაუჯდება. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მერიის ეს გადაწყვეტილება საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივი ხარჯვაა, რაც ქალაქის მოსახლეობას ტვირთად აწვება. ქალაქის მერს...
დღეს ახალციხის „საზოგადოებრივი დარბაზის“ პირველი სხდომას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი, ირაკლი ლაზარაშვილიც ესწრებოდა. მან დარბაზის წევრებს გაუზიარა ინიციატივა, რომ ახალციხის სამუსიკო სკოლა ახლადრეაბილიტირებულ, რუსთაველის 124–ში მდებარე ტერიტორიაზე გადავიდეს. არსებული მიშენება კი დაინგრეს და მის ადგილას გამწვანებული ეზო მოეწყოს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. ირაკლი ლაზარაშვილის თქმით, ამჟამინდელ სამუსიკო სკოლის შენობა, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, მიშენებული აქვს ახალი შენობა, რომელიც ისტორიულ...
მთაწმინდის რაიონის გამგეობა ოქროყანაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს.  ამ ეტაპზე, გზების სრული რეაბილიტაცია სატყეოს ქუჩაზე მიმდინარეობს. მასშტაბური სამუშაოების ფარგლებში, ამორტიზებული გზის საფარი 10 000 კვ.მ ფართობზე კაპიტალურად შეკეთდება, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 397 000  ლარი არის გამოყოფილი.  "აღნიშნულ მისამართზე რთული მდგომარეობა იყო. აქ ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა, მხოლოდ გრუნტიანი გზა იყო, რაც პრობლემებს უქმნიდა ადგილობრივ მოსახლეობას. უახლოეს მომავალში მათ ეს დისკომფორტი...
წინა სტატია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიენიჭოს, ეს ხელისუფლების მიერ ევროკავშირისკენ წინ გადადგმული ნაბიჯია. მისივე თქმით, ევროკომისიის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ დამსახურებაა. „ევროკავშირის მიერ ევროპული პერსპექტივის ოფიციალურად აღიარებას საქართველო მრავალი წლის მანძილზე ელოდა. მოხარული ვართ, რომ დღეს ეს პერსპექტივა ევროპულმა კომისიამ ოფიციალურად აღიარა და კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის კონკრეტული გზამკვლევიც შემოგვთავაზა. რა თქმა...
წინა სტატია ევროკომისია რეკომენდაციას უწევს, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი მაშინვე, როგორც კი გარკვეული პრიორიტეტები მოგვარდება. „მოგვარდეს პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხი, პოლიტიკური პარტიების თანამშრომლობის უზრუნველყოფის გზით 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებით; უზრუნველყოფილ იქნას ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის სრული ფუნქციონირება, გაძლიერდეს მათი დამოუკიდებელი და ეფექტური ანგარიშვალდებულება, ასევე მათი დემოკრატიული ზედამხედველობის ფუნქციები; კიდევ უფრო გაუმჯობესდეს საარჩევნო ჩარჩო, მოგვარდეს ეუთო/ოდირისა და ევროპის საბჭოს/ვენეციის კომისიის მიერ გამოვლენილი ყველა ხარვეზი,“-...
ტენდერებიდან მიღებული ეკონომიების ხარჯზე, ასევე, წინა წლის ნაშთითა და გრანტის მეშვეობით, ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 1 720 000 ლარით გაიზარდა. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ზრდის შედეგად, გაიზარდა სოციალური და ჯანდაცვის პროექტების დაფინანსება, ასევე. დაემატა თანხები ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. საკრებულოს სხდომაზე ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს შენიშვნები ჰქონდა, რადგან პარტიაში მიაჩნიათ, რომ თანხები არ გადანაწილდა ისეთი სოციალური პროექტების მოსაგვარებლად, როგორიცაა წყლის პრობლემა და სიდუხჭირე....
შუახევში, სოფელ მახალაკიძეებში, საბავშვო ბაღი შენდება. 35 აღსაზრდელზე გათვლილ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში ოთახები, სველი წერტილები, სამზარეულო და ცენტრალური გათბობა მოეწყობა. აღსანიშნავია, რომ სოფელში აქამდე მხოლოდ ალტერნატიული ბაღი ფუნქციონირებდა. პროექტისთვის თვითმმართველობა 225 ათას ლარს დახარჯავს.
ხულოს ბაგირგზა  არ მუშაობს. მიზეზი საბაგირო კაბინის რეაბილიტაციაა. როგორც ხულოს მერიაში აცხადებენ, შემოწმების შედეგად კაბინას ხარვეზები დაუდასტურდა. მათივე ცნობით, სამუშაოებს, სავარაუდოდ, თვენახევარი დასჭირდება. შეგახსენებთ, რომ ბაგირგზით თაგოს მოსახლეობა სარგებლობს, რეაბილიტაციის დასრულებამდე ადგილობრივები შემოვლითი სამანქანო გზით ისარგებლებენ, რომელიც ხულოს ცენტრიდან 8 კმ-ს მოშორებითაა.
მახო, ონტოფო, ზანაქეთი, სიმონეთი, დავითაძეები - 5 სოფლის მოსახლეობა ხელვაჩაურის მერიასთან გამაფრთხილებელ საპროტესტო აქციას მართავს. ინფორმაციას TV25 ავრცელებს. მუნიციპალიტეტში მცხოვრებლებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ. მოსახლეობას გაზიფიცირების, წყლის სისტემის, გარეგანათებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება სურს. ადგილობრივთა განცხადებით, არსებული ვითარების შესახებ ხელვაჩაურის მერიას რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა, უშედეგოდ.  მათივე თქმით, თუ დღევანდელ შეკრებას რეაგირება არ მოჰყვება, აჭარის მთავრობის სახლთან პერმანენტულ აქციებს გამართავენ. მერიასთან შეკრებილ მოქალაქეებს, შესაძლოა,...
შემდეგი სტატია ევროკომისია ევროპულ საბჭოს რეკომენდაციას აძლევს, უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, საქართველოსთან დაკავშირებით კი აცხადებს, რომ საკითხს კონკრეტული პირობების შესრულების შემდეგ დაუბრუნდება. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს პირობების შესრულება მოუწევს. „კომისია რეკომენდაციას იძლევა საბჭოსადმი, რომ უკრაინას მიეცეს ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსიც. ეს იმის საფუძველზე უნდა მოხდეს, რომ ქვეყანაშიუნდა განხორციელდება მნიშვნელოვანი რეფორმები. უკრაინამ ცალსახად აჩვენა, ქვეყნის მისწრაფება დააკმაყოფილოს ევროკავშირის სტანდარტები. რვა წლის...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ