შუახევში, სოფელ მახალაკიძეებში, საბავშვო ბაღი შენდება. 35 აღსაზრდელზე გათვლილ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში ოთახები, სველი წერტილები, სამზარეულო და ცენტრალური გათბობა მოეწყობა.
აღსანიშნავია, რომ სოფელში აქამდე მხოლოდ ალტერნატიული ბაღი ფუნქციონირებდა.
პროექტისთვის თვითმმართველობა 225 ათას ლარს დახარჯავს.