ქუთაისის მერიის მიერ შექმნილი ახალი ა(ა)იპ-ის დაფინანსება თვითმმართველობას 480 000 ლარი დაუჯდება

420

ქუთაისის მერიის მიერ შექმნილი ახალი ა(ა)იპ-ის “ქუთაისის მუნიციპალური ინსპექციის” ბიუჯეტი, რომლის ჩამოყალიბების აუცილებლობაში ადგილობრივი ხელისუფლება საზოგადოებას ვერ არწმუნებს, 480 000 ლარი იქნება. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.

მუნიციპალური ინსპექცია, რომელიც ზედამხედველობის სამსახურის გაუქმების სანაცვლოდ შეიქმნა, თუმცა, იგივე ფუნქციებს ითავსებს, ბიუჯეტს 480 000 ლარი დაუჯდება. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მერიის ეს გადაწყვეტილება საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივი ხარჯვაა, რაც ქალაქის მოსახლეობას ტვირთად აწვება. ქალაქის მერს კი, ხარჯის თითქმის ნახევარი მილიონით გაზრდაზე, მედიასთან საუბარი არ სურს.

ა(ა)იპ-ს უკვე ჰყავს ხელმძღვანელი. მერიამ ამ პოზიციაზე დემურ ინანეიშვილი დანიშნა.

ახალი სტრუქტურული ერთეულის შექმნა, საკრებულოს ოპოზიციის შეფასებით, მმართველი პარტიის აქტივისტების დასაქმების კიდევ ერთი გზაა.

არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში” კი აცხადებენ, რომ ეს ცვლილება ადამიანების პარტიული ნიშნით დასაქმების რიკს ზრდის, რადგან ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელი ერთპიროვნულად წყვეტს ვის აიყვანს ორგანიზაციაში