ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გვარაში აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს და „დანერგე მომავალი“ პროექტის ფარგლებში 16 ჰექტარზე ლურჯი მოცვის ბაღი გაშენდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სოფლის მეურნეობის მინისტრთან და ქობულეთის მერთან ერთად მოსავლის აღების და დაბინავების პროცესს გაეცნო.
„გვარაში მოწეული პროდუქციის რეალიზება ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე განხორციელდება. დასაქმებულია 30 ადამიანი.
2021-2022 წლებში აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით 91 ფერმერს დაუფინანსდა კენკროვანი კულტურის, ლურჯი მოცვის ბაღის გაშენება, ლურჯი მოცვი 27.4 ჰა ფართობზე მოეწყო.
2022 წელს კენკროვანი კულტურების ბაღების გაშენება 80%-ით ფინანსდება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.