სახალხო დამცველის ინფორმაციით, კახეთში, წნორის ხანდაზმულთა სახლში არსებული მდგომარეობა შემაშფოთებელია და ხანდაზმულები ღირსების შემლახველ პირობებში იმყოფებიან. ომბუდსმენის ცნობით, სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფი ა(ა)იპ "ხანდაზმულთა სავანე ბეთელს" 17 ივნისს ეწვია, რის შემდეგადაც მონიტორინგმა აჩვენა, რომ დაწესებულებაში მძიმე ანტისანიტარიაა და ბენეფიციარების ჰიგიენას ყურადღება არ ექცევა. რატომ არის მნიშვნელოვანი: ხანდაზმულთა სავანე ბეთელში 21 ხანდაზმულია, მათგან 17 ბენეფიციარის მომსახურებას სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო აფინანსებს. სახალხო...
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა ქალაქში რუსთაველის ქუჩის სრულ რეაბილიტაციასა და რეკონსტრუქციას გეგმავს. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს. მერიამ საპროექტო დოკუმენტაციის შედგენისათვის 118 000 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. ცენტრალური გამზირის სავარაუდო სიგრძე 2 750 მეტრია. პროექტის მიხედვით, სამუშაობი 26 მაისის ქუჩიდან დაიწყება და სამედ ვურღუნის მოედანთან დამთავრდება. საპროექტო დოკუმენტის აღწერაში წერია, რომ იგეგმება სანიაღვრე ქსელის მოწყობა, საპარკინგე სივრცეების განსაზღვრა და ამკრძალავი მარეგუილრებელი ნიშნების განთავსება, შეზღუდული...
ფორმულას ინფორმაციით, მელიქიშვილის გამზირზე, რომლის რეაბილიტაციაც რამდენიმე დღის წინ დაიწყო, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში მშენებარე უჩა მამაცაშვილის სასტუმროს, თბილისის მერიისა და კულტურის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს გადაწყვეტილებით, მშენებლობის გაფართოების ნებართვა მიეცა. ფორმულას ინფორმაციითვე, მრავალფუნქციურ კომპლექსზე, რომლის სართულიანობაც აქამდე მიწის დონიდან ზემოთ 7 სართულს შეადგენდა, საბჭოს ახალი ბრძანებით, კიდევ 1 სართულს დააშენებენ და გახდება 8 სართულიანი მრავალფუნქციური შენობა. დამატებითი დეტალები ნახეთ ფორმულას მთავარ...
შუახევის სოფელ ცხემლისში სოფლის ცენტრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, სოფლის სახლს უტარდება რეაბილიტაცია, ეწყობა  გარეგანათების ქსელები. ასევე, პროექტის ფარგლებში, დაიგება ბეტონის საფარი, მოეწყობა ბილიკები, მოწესრიგდება სანიაღვრე სისტემები. გარდა ამისა, რეაბილიტირებულ  ადმინისტრაციულ შენობაში განთავსდება მერიის წარმომადგენლების  კაბინეტები, რომლებიც თემებში არიან დასაქმებული. მიმდინარე წელს შუახევის მერია რამდენიმე სოფლის ცენტრის მოწყობას გეგმავს, რისთვისაც ბიუჯეტში 900 ათას ლარზე მეტი აქვს გათვალისწინებული.
გლობალური მმართველობის ეფექტურობის ინდექსით ჩვენი ქვეყანა 180 ქვეყანას შორის 21-ე ადგილზეა და უსწრებს საფრანგეთს, კანადას, ნიდერლანდებს, ავსტრალიას, იტალიას, პორტუგალიას და სხვა წამყვან ქვეყნებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური წლიურ ანგარიშს წარადგენს. პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო მე-18 ადგილზეა ევროპაში. „ღია ბიუჯეტის ინდექსის მიხედვით, წელს პირველად, საქართველო მსოფლიოში არის...
მარნეულში სოციალურად დაუცველი პირების დასაქმების პროგრამაში 45 ადამიანი ჩაერთო. მერიის ბალანსზე მყოფ შპს "სოფწყალში“ 9, ხოლო, ა(ა)იპ „სუფთა მარნეულში“ 36 სოციალურად დაუცველი დასაქმდა. ამ ეტაპზე არსებული სტატისტიკა "რადიო მარნეულს“ მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, ნინო დეკანოიძემ უთხრა და აღნიშნა, რომ მონაცემები ყოველდღიურად იცვლება. მისი თქმით, ამ დროისთვის, მუნიციპალიტეტის მასშტაბით სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის კიდვ 45 ვაკანტური ადგილია. „ჩვენ ვგეგმავთ, რომ ვაკანტური პოზიციები...
რაც შეეხება კორუფციასთან ბრძოლას, „თრეის ინთერნეიშენალის“ მიხედვით, საქართველო ევროპის 20 საუკეთესო და მსოფლიოს 30 საუკეთესო ქვეყანას შორის არის და პირველ ადგილს იკავებს ქვეკომპონენტში – „კორუფციის რისკის დაბალი ხარისხი ხელისუფლებასთან ურთიერთობისას“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მისივე თქმით, 2021 წლის გლობალური კორუფციის ინდექსის მიხედვით, საქართველო ცხრა პოზიციით დაწინაურდა და მსოფლიოში 41-ე ადგილს...
წინა სტატია ქონების ეროვნულმა სააგენტომ ქუთაისში საპრივატიზაციოდ 24 ობიექტი  გამოიტანა, რომელთა საერთო ფასი  43,746,250 ლარია. საპრივატიზაციო ნუსხაში  თავდაპირველად  რუსთაველის #-3 მდებარე ადმინისტრაციული შენობაც იყო შეტანილი, თუმცა, მოგვიანებით ის სიიდან ამოიღეს.  მერიის შენობა კვლავ მუნიციპალიტებტის ბალანსზე რჩება. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს. საპრივატიზაციოდ გამოტანილ ობიექტებს შორის ყველაზე ძვირი  ქუთაისის ყოფილი საკონსერვო ქარხანაა, რომელიც - 10,055,000 ლარად არის შეფასებული. ტერიტორის  ფართობი 72,836 კვადრატული მეტრია. ადილზე...
პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას პრემიერმინსიტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საუბარი ევროკომისიის გადაწყვეტილებით დაიწყო და თქვა, რომ ეს ისტორიულია, "ყველასთვის ნანატრი ჩანაწერი გაჩნდა ოფიციალურ დოკუმენტში". "მე მინდა, საუბარი დავიწყო ჩვენი მთავარი მიღწევით, რომლის მომსწრენიც ყველა გავხდით რამდენიმე დღის წინ. ევროკომისიამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, კერძოდ, ყველასთვის ნანატრი ჩანაწერი გაჩნდა ოფიციალურ დოკუმენტში", - თქვა მან. მის ამ ფრაზას ოპოზიციის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე...
წალენჯიხის მერიამ "ალტ-ინფოს" მიერ დაფუძნებულ "კონსერვატიულ მოძრაობას" ბანერის განთავსების ნება არ დართო. მერის, გია ხარჩილავას თქმით, მისი გადაწყვეტილების მიზეზი ის არის, რომ ორგანიზაცია რუსული პროპაგანდის ნაწილია. მისივე განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას მათ ქვეყნის კონსტიტუციის 78-ე მუხლით ისარგებლეს, რომლის თანახმადაც კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. ინფორმაციას...
ხაშურში 60 000 ლარის ღირებულების ტრენაჟორების დაზიანების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო, – აცხადებენ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიაში. მათივე ცნობით, მუნიციპალური ქონების დაზიანების ფაქტზე პოლიციას რეაგირება მერიამ სთხოვა. “სკვერებში ატრაქციონებისა და სავარჯიშო მოწყობილობების დაზიანების შემდეგ, მუნიციპალური ქონების დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით, მერიამ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებს, შემდგომი რეაგირების მიზნით და ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება”, – გვითხრა თათია ძინძიბაძემ, მერიის...
გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, სკვერის მოსაწყობად ტენდერი გამოცხადდა. გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სამუშაოებისთვის 64 375 გაითვალისწინა. “პროექტი განკუთვნილია გორში, წმ.წყლის დასახლებაში, 5 მკრ ბინა 10-სა და 10ა-ს მიმდებარედ სკვერის მოსაწყობად. ტერიტორიაზე მოსწორდება ზედაპირი და მოეწყობა დასასვენებელი სკვერი, სკამებით, საქანელებით, ატრქციონით, აიწონა – დაიწონათი, ასევე, უნდა მოეწყოს განათება. 8 ცალი ლამპიონი, 10 სკამი და ნაგვის ურნა. დაიდგას ე.წ “ბესეტკა”, – ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში. ტერიტორია, რომელზეც სკვერის მოწყობა...
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით რაზმაძე ამბობს, რომ ევროპარლამენტში საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაზე არასწორი ინფორმაცია აქვთ. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. “ევროპარლამენტარმა რა იცის, იქ რას ჩაუტანენ, რას ეტყვიან, იმათ ნარატივებს გვაფრქვევენ იქიდან. აღარ მინდა იმ გვარების ჩამოთვლა, ვინც ევროპაში დადის და არასწორ ინფრომაციებს აწვდის. მოდის ეს ინფრომაციები და თუ ვცდები, შემიძლია ბოდიშიც მოვიხადო. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ის ჭკვიანი ხალხი არ...
თბილისის მერიის მხარდაჭერით, „თბილისის სტუდენტური ფესტივალი 2022“ დაიწყო, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და ახალგაზრდული საზაფხულო პროგრამების შესახებ ისაუბრა.  თბილისის მერის თქმით, სტუდენტური ფესტივალის ღონისძიებებში საქართველოში  მოქმედი 34  სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლის  50 000-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობს.  „ფესტივალის ფარგლებში, სხვადასხვა ლოკაციაზე ხორციელდება სპორტული აქტივობები. აგრეთვე, დღეს იწყება ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის კონკურსები. ფესტივალში...
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ პროგრამის ფარგლებში, შეირჩა და გამოქვეყნდა მეორე ეტაპზე აუქციონის გზით იჯარით გასაცემი საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მონაცემები. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გამოქვეყნდა კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის რეგიონების საძოვრების მონაცემები. სიღნაღის მუნიციპალიტეტიდან - 21, ახმეტის - 4, დედოფლისწყაროს - 64, საგარეჯოს - 12, ყვარლის - 3, ახალციხის - 4, ნინოწმინდის -...
თბილისის მერია უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახებისთვის ბინების გადაცემას განაგრძობს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.  „როგორც იცით, უსახლკაროს სტატუსით დღეს 400 ოჯახი სარგებლობს. მუნიციპალიტეტს ისინი ქირით ჰყავს გაყვანილი. დავიწყეთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად და ამ ადამიანებისთვის საცხოვრებელი ფართების შეძენა. პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე შესყიდულია, ჯამში, 40 ბინა. ჩვენი დაპირებაა, რომ მომდევნო წლების განმავლობაში, მთლიანად...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ