ღარიბაშვილი: კომისიამ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო, დოკუმენტში ნანატრი ჩანაწერი გაჩნდა

311

პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას პრემიერმინსიტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საუბარი ევროკომისიის გადაწყვეტილებით დაიწყო და თქვა, რომ ეს ისტორიულია, “ყველასთვის ნანატრი ჩანაწერი გაჩნდა ოფიციალურ დოკუმენტში”.

“მე მინდა, საუბარი დავიწყო ჩვენი მთავარი მიღწევით, რომლის მომსწრენიც ყველა გავხდით რამდენიმე დღის წინ. ევროკომისიამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, კერძოდ, ყველასთვის ნანატრი ჩანაწერი გაჩნდა ოფიციალურ დოკუმენტში”, – თქვა მან.

მის ამ ფრაზას ოპოზიციის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ ღარიბაშვილს რამდენჯერმე მიმართა, რომ არის „მოღალატე“. მას ასევე უწოდა „მონა“.

ჯამში, პრემიერმინისტრს ოპოზიციის წარმომადგენელმა რამდენიმე წუთის განმავლობაში არ მისცეს სიტყვის გაგრძელების საშუალება. აღნიშნულის გამო ოპოზიციამ პარლამენტის თავმჯდომარისგან გაფრთხილება მიიღო.

“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის ხატია დეკანოიძის კრიტიკის საპასუხოდ ღარიბაშვილმა მისი მისამართით თქვა – “წამალი არ გაქვთ? წამალი მიუტანეთ, დაამშვიდეთ… ექიმს ხომ არ დავუძახოთ?”

17 ივნისს ევროკომისიამ მხარი დაუჭირა უკრაინა-მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, საქართველოსთვის – არა.