შუახევის სოფელ ცხემლისში სოფლის ცენტრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

287

შუახევის სოფელ ცხემლისში სოფლის ცენტრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, სოფლის სახლს უტარდება რეაბილიტაცია, ეწყობა  გარეგანათების ქსელები. ასევე, პროექტის ფარგლებში, დაიგება ბეტონის საფარი, მოეწყობა ბილიკები, მოწესრიგდება სანიაღვრე სისტემები.

გარდა ამისა, რეაბილიტირებულ  ადმინისტრაციულ შენობაში განთავსდება მერიის წარმომადგენლების  კაბინეტები, რომლებიც თემებში არიან დასაქმებული.

მიმდინარე წელს შუახევის მერია რამდენიმე სოფლის ცენტრის მოწყობას გეგმავს, რისთვისაც ბიუჯეტში 900 ათას ლარზე მეტი აქვს გათვალისწინებული.