გორის საკრებულოს თავმჯდომარე: ბიძინა ოლიგარქი არ არის, ევროპრლამენტარებმა რა იციან, აქ რა ხდება

437

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით რაზმაძე ამბობს, რომ ევროპარლამენტში საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაზე არასწორი ინფორმაცია აქვთ. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

“ევროპარლამენტარმა რა იცის, იქ რას ჩაუტანენ, რას ეტყვიან, იმათ ნარატივებს გვაფრქვევენ იქიდან. აღარ მინდა იმ გვარების ჩამოთვლა, ვინც ევროპაში დადის და არასწორ ინფრომაციებს აწვდის. მოდის ეს ინფრომაციები და თუ ვცდები, შემიძლია ბოდიშიც მოვიხადო. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ის ჭკვიანი ხალხი არ იყოს, მაგალითად შარლ მიშელია, როგორიცაა ბორელი. მე ჩამოთვლას არ დავიწყებ იმ ხალხისა, ვინც შუღლს აღვივებს ჩვენს ქვეყანაში. ეს ორ პოლუსიანობა, დაპირისპირება, არის დამანგრეველი ჩვენი ქვეყნისთვის. ევროპარლამენტის რეზოლუციაში კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილი ნახსენები არ ყოფილა, იქ საუბარია ოლიგრქებზე, ბიძინა ივანიშვილი ოლიგარგი არ არის”, – განაცხადა რაზმაძემ.

რაზმაძემ 20 ივნინსს, თბილისში გამართული ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია გააკრიტიკა და განაცხადა, რომ აქცია შუღლის გაღვივებას უწყობდა ხელს. აქვე აღნიშნა, რომ საქართველო იმსახურებს ევროინტეგრაციას.

“20 ივნისის აქციაზე იყო ისევ შუღლის გაღვივება და ხელისუფლების ლანძღვა, თუმცა მე მივესალმები ყვვლას, ვინც მივიდა თავისი შინაგანი სიწრფელით და დადგა, იმიტომ რომ ევროპაში შესვლა ეს არის ყველა ქართველის ნატვრა და აზრი, მაგრამ ვიღაც-ვიღაცეებმა შუღლის გასაღვივებლად გამოიყენეს, ეს არ იყო ერთი დღის ნამუშევარი, ეს იყო დიდი ხნის ნაფიქრი, რომ ეს სიტუაცია დამდგარიყო”, – განაცხადა დავით რაზმაძემ.