წინა სტატია თბილისის მერის დავალებით შპს "თბილსერვის ჯგუფმა" მდინარე ვერეს ხეობა დაასუფთავა. "სამუშაოების ფარგლებში, სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენისგან გაიწმინდა მდინარე ვერეს სანაპირო ზოლი, თამარაშვილის ქუჩისა და ახალი გზის დამაკავშირებელი გვირაბის, ბავშვთა ქალაქ "მზიურისა" და წყნეთის ქუჩის მიმდებარე გამწვანებული ფერდობები. ადგილზე მობილიზებული იყო 20 ერთეული სპეციალური ტექნიკა. სამუშაოები ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება და მასში დასუფთავების დეპარტამენტის 100-მდე თანამშრომელი მიიღებს მონაწილეობას", - აცხადებენ თბილისის...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, ქალაქ ზესტაფონში თამარ მეფის ქუჩაზე (ე.წ. ყავების ქუჩა, კმ193-კმ195 მონაკვეთი), მიმდინარე წლის 27 ივნისიდან 6 ივლისამდე, პერიოდული სამუშაობი ჩატარდება, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტით მოძრაობა შეიზღუდება. მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელი იქნება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, ქალაქ ზესტაფონის თამარ მეფის ქუჩის გავლით....
ქარელში ახალგაზრდობის ქუჩაზე მდებარე სკვერში, რომლის მოწყობას 2015 წელს 38 000 ლარი მოხმარდა, საბავშვო ატრაქციონები დააზიანეს. ინფორმაციას "რადიო მოზაიკა" ავრცელებს. "სკვერში დაზიანებული ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაცია გვაქვს და ეს არის მოსახლეობის დაუდევრობის და უპასუხისმგებლობის ბრალი. სკვერის გახსნიდან ერთ კვირაში საქანელებს რკინის ჯაჭვები მოხსნეს და საქონლის დასაბმელად გამოიყენეს. ასეთ ხალხს რა უნდა მოვუხერხოთ, არ ვიცი", – განაცხადა ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსმა ალექსი...
კასპის მერიამ საბავშვო ატრაქციონების შესყიდვისთვის 57 401 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. საბავშვო ატრაქციონების დამონტაჟდება კასპის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში (ბორტა, გამდლიწყარო, მრგვალი ჭალა, თეძმისხევი) იგეგმება. ტენდერზე წინადადებების მიღება 27 ივნისს დასრულდება.
სიღნაღში ეთნოგრაფიული პარკისა და სასაფლაოს მიმდებარე გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. "ამ ეტაპზე, გზის ფუნდამენტის მომზადება და საყრდენი კედლების მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით, საავტომობილო გზების ორ სხვადასხვა მონაკვეთზე, 1225 მეტრის მანძილზე ბეტონის საფარი დაიგება", - განმარტავენ სიღნაღის მერიაში. პროექტის ღირებულება, რომელიც 390 000 ლარს შეადგენს, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში ორ მისამართზე შიდა საუბნო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. "სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, დაიგება ასფალტის ახალი საფარი, მოეწყობა სანიაღვრე არხები. ჯამში, მოასფალტდება 630 მეტრის სიგრძის საავტომობილო გზა", - განმარტავენ მერიაში. მათივე ცნობით, გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომლიც ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 352 075 ლარით ფინანსდება, ტენდერში გამარჯვებული კომპანია "გზამშენი 2005" ასრულებს.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირის ცენტრალური საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, სრულად მოიხსნება ასფალტის მოძველებული, დაიანებული საფარი, მოეწყობა სანიაღვრე არხი და ასფალტის ახალი საფარი 1 100 მეტრის სიგრძის მონაკვეთზე დაიგება. სამუშაოების ღირებულება, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "ენ-დი როუდი" აწარმოებს, სახელმწიფო ბიუჯეტისა და მუნიციპალური ბიუჯეტის თანადაფინანსებით 360 649 ლარს შეადგენს.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაეთში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში ასფალტის საფარი 3 კმ-მდე მონაკვეთზე დაიგება. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2021 წელს დაიწყო და დასრულება ამ წლის ზაფხულში იგეგმება. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მისი სრული ღირებულება 1 146 954 ლარს შეადგენს.
კომპანიას, რომელიც მუზეუმის მიმდებარედ სკვერს აწესრიგებს, ქობულეთის მერმა  მირიან ქათამაძე შენიშვნა მისცა და სამუშოების დაჩქარება დაავალა. მერიის ინფორმაციით, სამშენებლო კომპანიამ სამუშაოები აგვისტოს დასაწყისამდე უნდა დაასრულოს. "პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების უმეტესი ნაწილი უკვე დასრულებულია. ამ დროისთვის ადგილზე ფილები იგება და სკვერში არსებული მემორიალი წესრიგდება. პროექტის მიხედვით, სკვერში იცვლება განათება, ეწყობა თანამედროვე ბორდიურები, ფილები და გამწვანებული ადგილები. ასევე, რეაბილიტაცია უტარდება, სკვერში არსებულ, ომში...
ფოთში ფაზისის​ ქუჩისა​ და აკაკის ქუჩის კვეთაზე ​სიჩქარის შემზღუდველი ბარიერი და საგზაო მანიშნებელი დამონტაჟდა. "მოცემულ პერიმეტრზე, საგზაო ავარიების მომატებული შემთხვევებისა და მოსახლეობის მოთხოვნის გათვალისწინებით, ​მერიის სამსახურებმა უზრუნველყვეს შესაბამისი პრევენციული სამუშაოების მოკლე დროში განხორციელება.​ ​ქალაქში​ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ​დაცვის მიზნით​​​ ​ინფრასტრუქტურის მოწყობის პროცესი აქტიურად გაგრძელდება", - აცხადებენ ფოთის მერიაში.
გლდანი, სკვერი
გლდანში, გმირი კურსანტების N14-16-18 საცხოვრებელ კორპუსებთან სკვერი ეწყობა. როგორც გამგეობაში აცხადებენ, სამუშაოების შედეგად, დაახლოებით, 2 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე რეკრეაციული სივრცე მოეწყობა. "განთავსდება ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი სივრცეები, ფიტნეს ზონა, მოსასვენებელი პავილიონი, დამონტაჟდება გარე განათება და სარწყავი სისტემა, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები. ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა", - განმარტავენ გამგეობაში. გმირი კურსანტების N14-16-18 საცხოვრებელ კორპუსებთან მიმდინარე სამუშაოებისთვის გლდანის გამგეობის...
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურში მცხოვრებლები აქციას მართავენ, ისინი სოფლის მიმდებარედ 288 351 კვ მეტრის კერძო პირზე გადაცემას აპროტესტებენ. ინფორმაციას ამის შესახებ "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. ადგილობრივების თქმით სოფელში არცერთ მოსახლეს საკმარისი მიწა არ აქვს, სახელმწიფო კი ათობით ჰექტარ სახნავ–სათესს კერძო პირს აძლევს, სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია მათი გაღიზიანება. ისინი დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში გეგმავენ სასამართლოს მიმართონ. მოსახლეობა სოფლის შესასვლელშია შეკრებილი, სწორედ...
პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით განიხილა და კენჭისყრის შედეგად 73 ხმით, 7-ის წინააღმდეგ მიიღო. საკანონმდებლო ცვლილება ემსახურება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული მრავალბინიანი ავარიული შენობების დემონტაჟს და მათ ჩანაცვლებას თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი კომპლექსებით, რაც მოსახლეობისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს და საცხოვრებელი პირობების შექმნას, ასევე, ქალაქის...
#შინ ევროპისკენ - დღეს, 20:00-ზე პარლამენტის წინ აქცია გაიმართება. ევროინტეგრაციის მხარდასაჭერი აქციის ორგანიზატორი ისევ მოძრაობა „სირცხვილია“ არის. როგორც 20 ივნისს გამართულ აქციაზე მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა, 24 ივნისს წარსდგება ახალი მოძრაობა, რომლის სათავეშიც იდგება ხალხი. 20 ივნისის აქციაზევე შოთა დიღმელაშვილმა მანიფესტის ტექსტი წაიკითხა. "დადგა დრო, დიდი ხნის წინ გაკეთებული ჩვენი ისტორიული არჩევანი ერთად დავიცვათ. რამდენიმე თაობაში ერთს ერგება უდიდესი პასუხისმგებლობა,...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხვითში ცენტრალური გზიდან სკოლამდე და ტაძრამდე მისასვლელი გზის მოასფალტება მიმდინარეობს. გორის მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო მონაკვეთზე, რომლის სიგრძეც 315 მეტრია, ტრანსპორტის სავალ ნაწილთან ერთად ეწყობა ეზოებში შესასვლელები და მიერთებები. „უკვე დასრულდა ზემო ხვითისა და ზემო ნიქოზის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია. მისი სიგრძე 785 მეტრია. რეაბილიტაციამდე, გზის ორივე მონაკვეთზე გადადგილება უჭირდათ როგორც მძღოლებს, ასევე ფეხითმოსიარულეებს. სამუშაოების დასრულების შემდეგ ადგილობრივებს დაზიანებული გზის...
ევროკავშირმა 17 ივნისს მიღებული ევროკომისიის რეკომენდაცია გაითვალისწინა და უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, ხოლო საქართველოს - პერსპექტივა. ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლეიენი Twitter-ზე წერს: „დღეს კარგი დღეა ევროპისთვის“. „ეს გადაწყვეტილება ყველას გვაძლიერებს. რუსული იმპერიალიზმის წინაშე აძლიერებს უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს. და ეს აძლიერებს ევროკავშირს,“ - წერს ლეიენი. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ პრესკონფერენციაზე მაკრონმა აღნიშნა, რომ კიევში ვიზიტისას, ევროპის ლიდერებმა პირობა დადეს, რომ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ